"ლეიკერსი" კვლავ იგებს, სუპერდუეტი მოედანს დაუბრუნდა [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 17 დეკემბრის გამთენიისას, "ლეიკერსი" "ფინიქსს" დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 112:107 დაამარცხა.

"ლეიკერსს" ლებრონ ჯეიმსი და ენტონი დევისი დაუბრუნდნენ.

აღსანიშნავია კაილ კუზმასა და ტალენ ტაკერის ძალიან კარგი თამაში, რომლებმაც გაერთიანებულად გუნდს 41 ქულა შესძინეს (კუზმა 23, ტაკერი 18).


Sportall.Ge

ტალენ ტაკერი და კაილ კუზმა




ლებრონ ჯეიმსმა მსუბუქი დატვირთვით ითამაშა. მის ანგარიშზე 14 წუთში 11 ქულა, 2 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა გახლავთ.

რაც შეეხება ენტონი დევისს, მან მოედანზე 17 წუთი გაატარა, რა დროშიც გუნდს 10 ქულა, 4 მოხსნა, 1
ჩაჭრა და ამდენივე დაფარება შესძინა.

 

Sportall.Ge

ლებრონ ჯეიმსი და ენტონი დევისი




"ფინიქსის" რიგებიდან ყველაზე გამორჩეული დეანდრე ეიტონი გახლდათ, რომელმაც 23 წუთში 21 ქულა, 9 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 4 ჩაჭრა მოაგროვა.
კარგი მატჩი ჩაატარა გუნდის ლიდერმა დევინ ბუკერმაც, რომელმაც 16 ქულას, 4 მოხსნას, 7 გადაცემას და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი.


Sportall.Ge

დევინ ბუკერი და დეანდრე ეიტონი

"ლეიკერსისთვის" სეზონისწინა მატჩებში ეს მიჯრით მე-3 გამარჯვება გახლდათ. სრულიად საწინააღმდეგო სიტუაციაა "ფინიქსელთა" ბანაკში, რომლებსაც 3/3 მარცხი აქვთ.

მომდევნო მატჩში გუნდები კვლავ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 19 დეკემბერს, 07:30 საათზეა ჩანიშნული.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ინდიანამ კლიპერსთან ითამაშა და რატომ არ წერთ ბითაძემ ითამაშა თუ არა.
emigranti
17:13 17-12-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული