მოქმედი ჩემპიონები პირველივე მატჩში კონკურენტთან დამარცხდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 07:00 საათზე, NBA-ს ახალი სეზონის მეორე შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი "ლეიკერსი" და "კლიპერსი" დაუპირისპირდნენ. მატჩი "კლიპერსის" გამარჯვებით 116:109 დასრულდა. 

პირველივე მეოთხედში "კლიპერსმა" 20-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ მეორე მეოთხედის დასრულების შემდეგ მათი უპირატესობა სულ რაღაც 2 ქულა გახლდათ. 

ლებრონ ჯეიმსმა და დევისმა კარგი მატჩი ჩაატარეს. "მეფემ" 22 ქულა, 5 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. რაც შეეხება დევისს, მან 18 ქულა, 7 მოხსნა და 2 გადაცემა მიითვალა. 

"ყვითლების" ახალწვეულებმა, ჰარელმა და შროდერმა, ძალიან მშვენივრად იასპარეზეს. ჰარელი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ 17 ქულით, 10
მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემითა და 1 დაფარებით გამოირჩა. შროდერმა, თავის მხრივ, სამმაგი დუბლის ზღვარზე ითამაშა. გერმანელის ანგარიშზე 14 ქულა, 12 მოხსნა და 8 გადაცემა გახლდათ. 

მარკ გასოლმა და უესლი მეთიუსმა ქულის მოგროვება ვერ შეძლეს. 

რაც შეეხება "კლიპერსს", სუპერვარსკვლავებმა საოცარი თამაში ჩაატარეს, განსაკუთრებით, პოლ ჯორჯმა, რომელმაც 33 ქულა დააგროვა და ამ 33 ქულიდან 26 მეორე ტაიმში.

აღსანიშნავია, რომ პოლი "კლიპერსის" ისტორიაში პირველი მოთამაშეა, რომელმაც "ლეიკერსს" ზედიზედ სამ მატჩში 30 ან მეტი ქულა ჩაუგდო. 

კავაი ლეონარდმა 26 ქულა, 2 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მიითვალა. 

"კლიპერსის" ახალწვეულმა სერჟ იბაკამ აქტივში 15 ქულა, 6 მოხსნა და 1 დაფარება ჩაიწერა. 

"ლეიკერსი" მომდევნო მატჩს 26 დეკემბერს, "დალასის" წინააღმდეგ გამართავს. რაც შეეხება "კლიპერსს", ისინი ამავე რიცხვში "დენვერს" ესტუმრებიან. 

altსეზონის კარგი დასაწყისი. სუპერვარსკვლავები საქმეში ჩაერთნენ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
და თამაშის ანგარიში???!!!
საოცრება!
11:15 24-12-2020
0
და თამაში როგორ დასრულდა იცით?
რა გინდა რომ ქნა
16:58 23-12-2020
0

სიახლეები პოპულარული