კავაის მაგრად მოხვდა! "ბრუკლინმა" "ბოსტონი" დაასამარა. "Christmas day"-ის საოცარი მატჩები [VIDEO]

AutoSharing Option
გუშინ, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში, ე.წ. "საშობაო დღის"  5 სუპერ სანახაობრივი შეხვედრა გაიმართა. 


"Christmas day"-ის 10 საუკეთესო მომენტი


"ნიუ ორლეან პელიკანსი" - "მაიამი ჰიტი" - 98:111

გუშინდელი დღის პირველი შეხვედრა "ნიუ ორლეან პელიკანსსა"და "მაიამი ჰიტს"  შორის გაიმართა. მატჩის აფიშა საკმაოდ დიდი იყო. გასული სეზონის სუპერფინალისტს "მაიამის" პირველი შეხვედრა, "ორლანდოსთან" წაგებული ჰქონდა და "საშობაო დღეს" გამარჯვებისთვის გაორმაგებული ძალებით წარსდგნენ. 

რაც შეეხება "პელიკანსს", ახალგაზრდული გუნდის თამაში, რომლებსაც ორი სუპერ ლიდერი, ზაიონ უილიამსონი და ბრენდონ ინგრამი ჰყავთ. 

დანკან რობინსონმა "მაიამის" რიგებში მორიგი საოცარი შეხვედრა
ჩაატარა, მან შეძლო და გაიმეორა 3 ქულიანის რეკორდი, რომელიც "საშობაო დღეს"  ჩავარდა. აღსანიშნავია, რომ ეს რეკორდი ახალგაზრდა ბრენდონ ინგრამს ეკუთვნოდა. რობინსონმა 7 სამქულიანი ჩააგდო და ჯამში 23 ქულით მის გუნდში საუკეთესო გახლდათ. 

კარგი მატჩი ჩაატარა გორან დრაგიჩმაც, რომელმაც 18 ქულა, 2 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა და 4 ჩაჭრა მიითვალა. 

"პელიკანსის" რიგებიდან დუეტმა სუპერ შეხვედრა ჩაატარა. ზაიონმა 32 ქულა, 14 მოხსნა, 1 გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა, ხოლო ინგრამმა გუნდს 28 ქულა, 2 მოხსნა და 3 გადაცემა მოუტანა. 


"მილუოკი" - "გოლდენ სტეიტ უორიორსი" - 138:99

"მილუოკს" პირველი შეხვედრაში დასანანი მარცხის შემდეგ, რეაბილიტაცია სჭირდებოდათ და ამისთვის იდეალური ვარიანტი "უორიორსის" დამარცხება გახლდათ. 

"ბაქსის" რიგებიდან, კრის მიდლტონმა, მორიგი საოცარი შეხვედრა ჩაატარა. მის ანგარიშზე 31 ქულა, 4 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა გახლდათ. 

ლიგის მოქმედმა საუკეთესო მოთამაშემ, იანის ანტეტოკუმპომ, მისი შესაფერისი მატჩი ვერ ჩაატარა. ბერძენის ანგარიშზე 15 ქულა, 13 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა იყო. 

რაც შეეხება "უორიორსს", საუკეთესო მექულე სტეფ კარი გახლდათ, რომელმაც 19 ქულა, 4 მოხსნა, 6 გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა. 

ასევე ჯეიმს ვაისმენი გამოირჩა, რომელმაც გუნდს 18 ქულა, 8 მოხსნა და 3 დაფარება მოუტანა.


"ბოსტონ სელტიქსი" - "ბრუკლინ ნეტსი" - 95:123

ახალი სუპერ გუნდი, "ბრუკლინ ნეტსი" შესანიშნავად იწყებს. "უორიორსის" 26 ქულიანი სხვაობით დამარცხების შემდეგ, "ბოსტონს" 28 ქულით მოუგეს და გულშემატკივარს დაანახეს, რომ ისინი ჩემპიონობის მთავარი ფავორიტები არიან. 

"ნეტსის" რიგებიდან საუკეთესო კაირი ირვინგი გახლდათ, რომელმაც 37 ქულა, 6 მოხსნა, 8 გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა. 

კვლავ საოცარი შეხვედრა ჩაატარა კევინ დურანტმა, რომელმაც გუნდს 29 ქულა, 4 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მოუტანა.

"ბოსტონის" რიგებიდან გამორჩეული ჯეილინ ბრაუნი გახლდათ, რომელმაც 27 ქულა , 8 მოხსნა, 3 გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა. 

ჯეისონ ტატუმმა 20 ქულას, 8 მოხსნას, 2 გადაცემას, 1 ჩაჭრასა და ამდენივე დაფარებას მოუყარა თავი. 


"ლოს ანჯელეს ლეიკერსი" - "დალას მავერიკსი" - 138:115

მოქმედმა ჩემპიონებმა პირველ პრინციპულ შეხვედრაში განცდილი მარცხის შემდეგ, ახალგაზრდა სუპერვარსკვლავის, ლუკა დონჩიჩის "დალასი" 23 ქულით მოუგეს. 

"ლეიკერსის" რიგებიდან საუკეთესო მექულე ენტონი დევისი გახლდათ, რომელმაც 28 ქულა, 8 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა დააგროვა. 

ასევე კარგი მატჩი ჩაატარა ლებრონ ჯეიმსმაც, რომელმაც გუნდს 22 ქულა, 7 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მოუტანა. 

გუნდის ახალწვეულმა მონტრზელ ჰარელმა 22 ქულა, 7 მოხსნა, 2 გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.

"დალასის" რიგებიდან საუკეთესო ლუკა დონჩიჩი გახლდათ, რომელმაც 27 ქულა, 4 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება დააგროვა. 


"დენვერი ნაგეტსი" - "ლოს ანჯელეს კლიპერსი" - 108:121

გასული დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში განცდილი საშინელი მარცხისთვის, "კლიპერსმა" "ნაგეტსი" 13 ქულის სხვაობით დაამარცხა. 

ლოს ანჯელესის გუნდიდან კვლავ საუკეთესო პოლ ჯორჯი გახლდათ, რომელმაც 23 ქულა, 5 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა. 

კავაი ლეონარდს, მძიმე შეჯახებამდე, თამაში კარგად მისდიოდა. მის ანგარიშზე 21 ქულა, 5 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა, 4 ჩაჭრა და 1 დაფარება გახლდათ. 

"დენვერის" რიგებიდან მორიგი საოცარი შეხვედრა ჩაატარა ნიკოლა იოკიჩმა, რომელმა გუნდს 24 ქულა, 9 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მოუტანა. 

ასევე კარგი მატჩი გამოუვიდა ჯამალ მარის, რომელმაც 23 ქულა, 5 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა. 

მკითხველის კომენტარები / 5 /
ტრამვა მოირჩინა უკვე.
გიორგის
18:45 26-12-2020
0
კი მარა რატო დამადისლაიკეთ რა კითხვის დასმა არ შეიძლება?
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული