"დალასმა" "კლიპერსს" 51 ქულით მოუგო და ისტორია დაწერა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 00:30 საათზე, "კლიპერსმა" "დალასს" უმასპინძლა და კოლოსალური სხვაობით, 73:124 დამარცხდა. 

პირველი მეოთხედი 13:36 დასრულდა, ხოლო მეორე - 14:41 და "მავერიქსმა" ისტორიული შედეგი დააფიქსირა. მათ პირველი ტაიმი 50 ქულის სხვაობით, 77:27 მოიგეს, რაც ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

საუკეთესო ლუკა დონჩიჩი გახლდათ, რომელმაც 24 ქულა, 9 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა. 

მშვენიერი მატჩი ჩაატარა ჯოშ რიჩარდსონმაც, რომელმაც გუნდს 21 ქულა, 3 მოხსნა, 2 გადაცემა და 1 ჩაჭრა მოუტანა. 

რაც შეეხება "კლიპერსს", გამორჩეული პოლ ჯორჯი გახლდათ, რომელმაც 15 ქულა, 2 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. 

"დალასი" 1 გამარჯვებითა და 2 მარცხით მე-11 ადგილზე იმყოფება, ხოლო "კლიპერსი" 2/1
ბალანსით - მე-4-ზე. 

მომდევნო მატჩს "მავერიქსი" 31 დეკემბერს, "შარლოტის" წინააღმდეგ გამართავს. რაც შეეხება "კლიპერსს", ისინი 30 დეკემბერს "მინესოტას" უმასპინძლებენ.  

altსტრიპტიზ კლუბში გამოიჭირეს, წონაში მოიმატა, მაგრამ მოედანზე მაინც ვერ აჩერებენ! "ჰიუსტონის" დასანანი მარცხი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული