მასპინძელთა რიგებიდან საოცარი ციფრები დააფიქსირა გუნდის ლიდერმა ნიკოლა იოკიჩმა, რომელმაც 19 ქულა, 12 მოხსნა, 18 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.
კარგი მატჩი ჩაატარა ასევე ჯამალ მარიმაც, რომელმაც გუნდს 21 ქულა, 5 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მოუტანა.
"ჰიუსტონის" ლიდერის, ჯეიმს ჰარდენის შესანიშნავი თამაშით გუნდმა კვლავ ვერ მოიგო და დასავლეთ კონფერენციაში ბოლო, მე-15 ადგილზე იმყოფება.
ჯეიმსის ანგარიშზე 34 ქულა, 6 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა გახლდათ.
კვლავ კარგი იყო გუნდის ახალწვეული კრისტიან ვუდი, რომელმაც გუნდს 23 ქულა, 3 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მოუტანა.
"ნაგეტსი" 1 გამარჯვებითა და 2 მარცხით ბოლოსწინა, მე-14 ადგილს იკავებს.
"საუკეთესო ახალგაზრდამ" მძიმე ტრავმა მიიღო, მისმა გუნდმა მაინც იმარჯვა [VIDEO]