ის დაბრუნდა! იანისის ფანტასტიკური მატჩი და გამარჯვება "დეტროიტის" წინააღმდეგ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს "მილუოკი ბაქსმა" "დეტროიტ პისტონსს" უმასპინძლა და 125:115 დაამარცხა. 

ლიგის ორგზის საუკეთესო მოთამაშემ ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა. იანისის ანგარიშზე 43 ქულა, 9 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება გახლდათ. თამაშიდან ბერძენი თითქმის 71%-ით უტევდა. 

ნორმალური მატჩი ჩაატარა კრის მიდლტონმაც, რომელმაც გუნდს 19 ქულა, 9 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მოუტანა. 

რაც შეეხება "დეტროიტს", საუკეთესო დერიკ როუზი გახლდათ, რომელმაც თავი 24 ქულას, 2 მოხსნას, 8 შედეგიან გადაცემასა და 1 ჩაჭრას მოუყარა. 

ასევე შესანიშნავი გახლდათ ჯერემი გრანტიც, რომელმაც 24 ქულა, 4 მოხსნა,
3 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება დააგროვა. 

altარასდროს დანებდე! ანტეტოკუნმპოს გზა გაჭირვებიდან ისტორიაში ყველაზე დიდ კონტრაქტამდე [PHOTO+VIDEO]


altლუკას საოცარი თამაში და სამმაგი დუბლი, "ჰიუსტონი" საკუთარ მოედანზე დამარცხდა [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული