ევროპელების დაპირისპირება დონჩიჩის გამარჯვებით დასრულდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 8 იანვარს, "დენვერმა" "დალასს" უმასპინძლა. მატჩი დაძაბულ ბრძოლაში სტუმრების გამარჯვებით, 124:117 დასრულდა. 

ევროპელმა ვარსკვლავებმა, ლუკა დონჩიჩმა და ნიკოლა იოკიჩმა, ფანტასტიკური მატჩი ჩაატარეს. 

"დალასის" ლიდერმა ლუკა დონჩიჩმა საკუთარ ანგარიშზე 38 ქულა, 9 მოხსნა, 13 შედეგიანი გადაცემა, 4 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. 

რიჩარდსონისა და სმიტის ანგარიშზე 14-14 ქულა გახლდათ. 

რაც შეეხება "დენვერს", საუკეთესო ნიკოლა იოკიჩი გახლდათ, რომელმაც გუნდს 38 ქულა, 11 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მოუტანა. 

კარგი მატჩი ჩაატარა ჯამალ მარიმაც, რომელმაც 21 ქულა, 4 მოხსნა, 9
შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა. 

სხვა მატჩების შედეგი ასეთია: 

"ფილადელფია"-"ბრუკლინი" - 109:122

"კლივლენდი"-"მემფისი" - 94:90

"სან ანტონიო"-"ლეიკერსი" - 118:109

"მინესოტა"-"პორტლენდი" - 117:135

altბრედლი ბილის 60 ქულა და დასანანი მარცხი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული