სუპერევროპელი ოთხმაგი დუბლის ზღვარზე, თუმცა მარცხი ბოლო წუთებზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 13 იანვარს, "ბრუკლინმა" "დენვერს" უმასპინძლა. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 122:116 დასრულდა. 

"ბრუკლინის" რიგებიდან საოცარი შეხვედრა ჩაატარა კევინ დურანტმა, რომელმაც თავი 34 ქულას, 9 მოხსნასა და 13 შედეგიან გადაცემას მოუყარა. 

კვლავ კარგი მატჩი ჩაატარა კარის ლევერტმაც, რომელმაც გუნდს 20 ქულა, 5 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა შესძინა. 

ჯო ჰარისის ანგარიშზე 15 ქულა, 3 მოხსნა, 4 გადაცემა და 3 ჩაჭრა გახლდათ. 

"დენვერის" რიგებიდან ფანტასტიკური შეხვედრა ჩაატარა ნიკოლა იოკიჩმა, რომელმაც 23 ქულა, 8 მოხსნა, 11 შედეგიანი გადაცემა, 7 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. 

ჯამალ მარის ანგარიშზე 20 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა გახლდათ.

მშვენივრად ითამაშა ვილ ბარტონმაც, რომელმაც გუნდს 22 ქულა, 2 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მოუტანა. 

12 თამაშის შემდეგ "ბრუკლინი" 6 მოგებითა და ამდენივე მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილს იკავებს. 

რაც შეეხება "დენვერს", ისინი 5 მოგებითა და 6 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილზე იმყოფებიან.


altგაუშვით ეს კაცი გუნდიდან! "ჰიუსტონის" მორიგი მარცხი [VIDEO]


alt"საუკეთესო მოთამაშეების" საუკეთესო თამაში [VIDEO]

altმაკალუმის მატჩის მომგები სროლა! ტორონტო ზედიზედ მეორედ ბოლო წამებზე დამარცხდა[VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული