გაუშვით ეს კაცი სასურველ გუნდში! ჰიუსტონის მორიგი მარცხი[VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 13 იანვარს, "ჰიუსტონ როკეტსმა" "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" უმასპინძლა. მატჩი სტუმრების გამარჯვებით, 117:100 დასრულდა. 

მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო გუნდის ახალწვეული კრისტიან ვუდი გახლდათ, რომელმაც 18 ქულა, 8 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. 

ჯეიმს ჰარდენის ანგარიშზე მოკრძალებული 16 ქულა, 7 მოხსნა, 6 გადაცემა და 1 ჩაჭრა გახლდათ. სხვა მოთამაშისთვის ეს სტატისტიკა მისაღებია, მაგრამ ჰარდენმა თავისი თამაშის თამასა უმაღლეს დონეზე აიყვანა. სწორედ ამიტომ, ეს მისი მორიგი ჩავარდნილი მატჩი გახლდათ.

დემარკუს ქაზენსმა თავი 13 ქულას, 10 მოხსნას, 3 შედეგიანი გადაცემას და 1 ჩაჭრას
მოუყარა. 

"ლეიკერსის" მხრიდან საუკეთესო ლებრონ ჯეიმსი გახლდათ, რომელმაც გუნდს 26 ქულა, 8 მოხსნა, 5 გადაცემა და 1 დაფარება შესძინა. 

კარგი მატჩი ჩაატარა ენტონი დევისმაც, რომელმაც 19 ქულა, 10 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 5 დაფარება მიითვალა. 

"ყვითლების" სამმა მოთამაშემ ერთდროულად 14 ქულა დააგროვა. ესენი გახლდნენ: შროდერი, ჰარელი და კალდველ პოუპი. 

9 თამაშის შემდეგ "ჰიუსტონი" 3 მოგებითა და 6 მარცხით დასავლეთ კონფერენციის ბოლოსწინა, მე-14 ადგილს იკავებს. 

თავის მხრივ, "ლეიკერსი" 9 მოგებითა და 3 მარცხით დასავლეთ კონფერენციას სათავეში უდგას.

altსუპერევროპელი ოთხმაგი დუბლის ზღვარზე, თუმცა მარცხი ბოლო წუთებზე [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული