ფანტასტიკა თუ იმედგაცრუება? ჰარდენი ყოფილ თანაგუნდელს შეუერთდა [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 14 იანვრის გამთენიისას, "ჰიუსტონ როკეტსმა" ჯეიმს ჰარდენი "ბრუკლინ ნეტსში" გაუშვა. ჯეიმსი ყოფილ თანაგუნდელს, კევინ დურანტსა და სუპერვარსკვლავ კაირი ირვინგს შეუერთდა. შეგახსენებთ, კევინი და ჯეიმსი ერთად "ოკლაჰომაში" ასპარეზობდნენ.

სრული გაცვლა ასეთია:
  • "ჰიუსტონმა" მიიღო: ვიკტორ ოლადიპო, დანტე ექსუმი, როდიონს კურუცსი, 3 "ბრუკლინის" პირველი რაუნდის პიკი (22, 24, 26), 1 "მილუოკის" პირველი რაუნდის პიკი (22), 4 "ბრუკლინის" პირველი რაუნდის სვაპი (21, 23, 25, 27).
  • "ბრუკლინმა" მიიღო - ჯეიმს ჰარდენი
  • "ინდიანამ" მიიღო - კარის ლევერტი, მეორე რაუნდის პიკი
  • "კლივლენდმა" მიიღო - ჯერეტ ალენი, ტორენ პრინსი.

მორიგი სუპერტრიო
შეიკრა და გულშემატკივარი მათგან მხოლოდ და მხოლოდ ჩემპიონობას ელის. მოიგებს სტივ ნეში და "ბრუკლინი" ტიტულს თუ მორიგ იმედგაცრუებასთან გვექნება საქმე? ამას დრო გვაჩვენებს, მანამდე კი დატკბით ჰარდენის მიერ "ჰიუსტონის" მაისურით შესრულებული 10 საუკეთესო მომენტით.


ჰარდენის 10 საუკეთესო მომენტი "ჰიუსტონში"

ჰარდენის სტატისტიკა "ჰიუსტონის" რიგებში -

30+ ქულიანი მატჩი - 289

40+ ქულიანი მატჩი - 98

50+ ქულიანი მატჩი - 23

60+ ქულიანი მატჩი - 4

მკითხველის კომენტარები / 1 /
2021 წლის 14 იანვარია
stig
12:28 14-01-2021
0

სიახლეები პოპულარული