"ლეიკერსი" ფანტასტიკურ ფორმაშია! ამჯერად მარტივი გამარჯვება "ოკლაჰომასთან"[VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 14 იანვრის გამთენიისას, "ოკლაჰომამ" "ლეიკერსს" უმასპინძლა. მატჩი სტუმართა გამარჯვებით, 128:99 დასრულდა.

კვლავაც საოცარ ფორმაშია გუნდის ლიდერი ლებრონ ჯეიმსი, რომელმაც დღევანდელ მატჩში 26 ქულა, 6 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. "მეფემ" 8 ნასროლი სამქულიანიდან 5 ზუსტად მოათავსა.

ენტონი დევისის ანგარიშზე 18 ქულა, 7 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა გახლდათ.

გუნდის ახალწვეულმა მოტრეზლ ჰარელმა თავი 21 ქულას, 6 მოხსნას და 1 შედეგიან გადაცემას მოუყარა.

"ოკლაჰომას" რიგებიდან თავი შაი გილოს ალექსანდერმა გამოიჩინა, რომელმაც 17 ქულა, 2 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა
დააგროვა.

სხვა არცერთი კალათბურთელი 15-ქულიან ზღვარს არ გადასცდენია.

13 თამაშის შემდეგ "ლეიკერსი" 10 მოგებითა და 3 მარცხით დასავლეთ კონფერენციას სათავეში უდგას.

რაც შეეხება "ოკლაჰომას", ისინი 5 მოგებითა და 6 მარცხით ამავე კონფერენციაში მე-11 ადგილს იკავებენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული