კავაი ფორმაში შედის, ჯორჯი პირობას ასრულებს! კლიპერსის მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 16 იანვარს, "საკრამენტო კინგსმა" "ლოს ანჯელეს კლიპერსს" უმასპინძლა. მატჩი სტუმრების გამარჯვებით 138:100 დასრულდა. 

"კლიპერსის" რიგებიდან საუკეთესო კავაი ლეონარდი გახლდათ, რომელმაც 27 ქულა, 4 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა. 

პოლ ჯორჯის ანგარიშზე 26 ქულა, 4 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა გახლდათ. 

კარგი მატჩი ჩაატარა მარკუს მორისმაც, რომელმათ თავი 18 ქულას, 1 ჩაჭრასა და ამდენივე დაფარებას მოუყარა. 

რაც შეეხება "საკრამენტოს", საუკეთესო მარვინ ბაგლი გახლდათ, რომელმაც გუნდს 20 ქულა, 5 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მოუტანა. 

რიშონ ჰოლმსის ანგარიშზე 17 ქულა, 5 მოხსნა და 1
გადაცემა გახლდათ. 

დეარონ ფოქსმა აქტივში 14 ქულა, 1 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. 

13 თამაშის შემდეგ, "კლიპერსი" 9 მოგებითა და 2 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზე იმყოფება. 

რაც შეეხება "მეფეებს", ისინი ამავე კონფერენციაში 5 გამარჯებითა და 8 მარცხით მე-13 ადგილს იკავებენ. 


altევროპელების სუპერ დაპირისპირება მოქმედი MVP-ის სასარგებლოდ დასრულდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული