NBA. რეკორდების ცვენა "ბრუკლინის" მატჩში: "წვერამ" და დურანტმა ფენომენალური მატჩი ჩაატარეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 17 იანვრის გამთენიისას NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში "ბრუკლინ ნეთსმა" საკუთარ არენაზე "ორლანდო მეჯიქს" უმასპინძლა და მეტოქე 7 ქულის სხვაობით დაამარცხა - 122:115.

ამ მატჩში ნიუ იორკელეთა შემადგენლობაში ჯეიმს ჰარდენის დებიუტი შედგა და თან რა დებიუტი. "ჰიუსტონიდან" მოსულმა "წვერამ" პარკეტზე 40 წუთი გაატარა და ამ დროში 32 ქულა ჩააგდო, 12-ჯერ მოხსნა ბურთი და 14 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. ამ მაჩვენებლებით, ჰარდენი ლიგის ისტორიაში გახდა მე-7 კალათბურთელი, რომელმაც ახალი გუნდში დებუტი 3-მაგი დუბლით დაასრულა, პირველად ეს 1960 წელს ლეგენდარულმა ოსკარ რობერტსონმა გააკეთა,
ხოლო 2020 წელს რასელ ვესთბრუქმა. გარდა ამისა, ჯეიმსმა გუნდის რეკორდიც დაამყარა: სადებიუტო შეხვედრაში 14 შედეგიანი გადაცემა აქამდე არავის გაეკეთებინა.

თანაგუნდელს რეკორდებში არც კევინ დურანტი ჩამორჩა. "დურანტულამ" 40 წუთში 42 ქულა ჩააგდო, 4 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. კევინი ლიგის ისტორიაში გახდა 32+ ასაკის მესამე კალათბურთელი, რომელიც ლიგის პირველ 10 შეხვედრაში საშუალოდ 30+ ქულა მოაგროვა. მსგავსი შედეგი აქამდე ელჯინ ბეილორსა და უილთ ჩემბერლინს გასულ საუკუნეში ჰქონდათ. გარდა ამისა, კევინმა ზედიზედ 9 შეხვედრაში ჩააგდო 25+ ქულა, რაც "ბრუკლინის" რეკორდი გახლავთ.

დურანტმა და ჰარდენმა "ბრუკლინის" მიერ ჩაგდებული 122 ქულიდან მონაწილეობა 107-ში მიიღეს. კევინმა ჯეიმსის 6-ვე გადაცემა ზუსტად გამოიყენა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გუნდს კაირი ირვინგი აკლდა, ცალსახაა - NBA-ს ჩემპიონობის ერთერთი მთავარი ფავორიტი "ბრუკლინია".

სხვა შეხვედრები

სან ანტონიო - ჰიუსტონი 103:91
ტორონტო - შარლოტი 116:113
მემფისი - ფილადელფია 106:104
მაიამი - დეტროიტი 100:120
პორტლენდი - ატლანტა 112:106

მკითხველის კომენტარები / 2 /
Aუ ეს ბოჩკა გადმოვიდა აქეთ, ეხლა
Brooklyn
22:11 18-01-2021
0
დაიძრა ტერორიიიი, სეზონის ბოლოს მეფე ისევ იტირეებს
გოათ
13:56 17-01-2021
3

სიახლეები პოპულარული