გოგა ბითაძე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სოლიდური დროით დაბრუნდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 18 იანვარს, "ლოს ანჯელეს კლიპერსმა" "ინდიანა პეისერსს" უმასპინძლა. მატჩი მასპინძლების გამარჯვებით, 129:96 დასრულდა. 

"ინდიანას" რიგებში სოლიდური დროით დაბრუნდა გოგა ბითაძე, რომელმაც მოედანზე 15:35 წუთი დაჰყო, რა დროშიც გუნდს 5 ქულა, 2 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოუტანა. გოგამ 5-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა. 

მისი გუნდიდან საუკეთესო დომანტას საბონისი გახლდათ, რომელმაც 19 ქულა, 14 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მიითვალა. 

საუკეთესო მექულე კი დაგ მაკდერმოტი გამოდგა, რომელმაც გუნდს 23 ქულა შესძინა. 

რაც შეეხებათ მასპინძლებს,
ერთდროულად 3-მა კალათბურთელმა: პოლ ჯორჯმა, მარკუს მორისმა და ლუკ კენარდმა, 20 ქულა დააგროვა. 

კავაი ლეონარდის ანგარიშზე 17 ქულა, 7 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა გახლდათ. 

კალიფორნიული კლუბი 10 გამარჯვებითა და 4 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილს იკავებს. 

რაც შეეხება "ინდიანას", მათ ანგარიშზე 8 გამარჯვება და 5 მარცხია. ამ შედეგით ისინი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზე იმყოფებიან. 

"პეისერსი" მომდევნო მატჩს 21 იანვარს, "დალას მავერიქსთან" გამართავს. თავის მხრივ, "კლიპერსი" ამავე რიცხვში "საკრამენტოს" დაუპირისპირდება.


altNBA. რეკორდების ცვენა "ბრუკლინის" მატჩში: "წვერამ" და დურანტმა ფენომენალური მატჩი ჩაატარეს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 5 /
ტერნერს აქვს ტრავმა და მაგიტომაც ათამაშეს პირველივე თამაშში 15 წუთი,ფორმაში შესასვლელად გამოიყენებს
ბერიკა
18 იანვარი 2021 21:52
0
კარგი ის იქნება,თუევროპაში დაბრუნდება.სათამაშო დრო მაინც ექნება.ახაგაზრდაა და ასე სკამზე ჯდომით ვერ განვითარდება
გრიგოლი1408
18 იანვარი 2021 21:06
4
ევროპაში წახვალ და კარგად იყავი დაემშვიდობე სამუდამოდ NBA ის. თუ ევროპაში უნდა ეთამაშა მაშინ დრაფტზე რატომ დადგა ამერიკაში რატომ ჩავიდა საერთოდ. დაიჯერეთ რა აქ განვითარების ლიგის ხეხვა ჯობია მაქაური შპინგალეტკების დევნას. NBA დან გამოგზავნილი სანტეხნიკების გუნდს ძლივს უგებს საუკეთესო ევროპული ნაკრები ლამის
NBA.
19 იანვარი 2021 07:29
0
საქმე იმაშია, რომ არ აძლევენ ბურთს და სათადარიგოების დროც ვერ გამოიყენა. დაცვაში კიდევ დირკები არიან საბონისიანად.
dsag
18 იანვარი 2021 14:33
1
წაგებულ თამაშში,სათადარიგოებს აძლევენ ხოლმე სათამაშო დროს,რათა ფორმაში ჩადგნენ და ძირითადებმაც დაისვენონ.ასე რომ ეს დრო,ბევრს არაფერს ნიშნავს.მთავარია,დროზე აკრიფოს ფორმა და ტრავმებიც მოიშუშოს.კარგი ის იქნება,როცა გადამწყვეტ მომენტებში ანდობენ თამაშს.იმედია შეძლებს.
სოსო
18 იანვარი 2021 14:08
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული