დონჩიჩის ბრწყინვალე მატჩი - ლუკამ ჯორდანსაც გადაასწრო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 18 იანვარს, "დალას მავერიქსმა" "ჩიკაგო ბულსს" უმასპინძლა. მატჩი სტუმრების გამარჯვებით, 117:101 დასრულდა. 

მასპინძელთა რიგებიდან საოცარი შეხვედრა ჩაატარა ლუკა დონჩიჩმა, რომელმაც არასრულ 38 წუთში 36 ქულა, 16 მოხსნა, 15 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა დააგროვა. ამ სამმაგი დუბლით ლუკამ მაიკლ ჯორდანს გადაასწრო. შეგახსენებთ, დონჩიჩმა კარიერაში 29-ე სამმაგი დუბლი შეასრულა.

ლუკამ 11-დან 6 სამქულიანი, 19-დან 7 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. 

კრისტაპს პორზინგისის ანგარიშზე 20 ქულა, 8 მოხსნა და 2 დაფარება გახლდათ. 

რაც შეეხება "ჩიკაგოს", "ხარების" ლიდერმა ზაკ ლავინმა ამ შეხვედრაში თავი ვერ გამოიჩინა. მის
ანგარიშზე 31 წუთში 10 ქულა, 10 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა გახლდათ. აღსანიშნავია, რომ ზაკმა თამაშიდან მხოლოდ 1 ბურთი ჩააგდო, დანარჩენი ქულები კი საჯარიმო ტყორცნებიდან მოდის.

ლავინის ჩავარდნილი თამაშის დროს გუნდს ლაური მარკანენმა ულიდერა, რომელმაც 29 ქულა, 10 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. 

გარეტ ტემპლმა თავი 21 ქულით, 3 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემით, 2 მოხსნითა და 1 დაფარებით გამოიჩინა. 

"დალასი" დასავლეთ კონფერენციაში 6 მოგებითა და ამდენივე მარცხით მე-7 ადგილზე იმყოფება.

"ჩიკაგო ბულსი" 5 გამარჯვებითა და 8 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილს იკავებს. 

"მავერიქსი" მომდევნო მატჩს 19 იანვარს, "ტორონტო რეპტორსის" წინააღმდეგ გამართავს. რაც შეეხება "ბულსს", ისინი ამავე რიცხვში "ჰიუსტონ როკეტსს" დაუპირისპირდებიან. 

სხვა მატჩების ანგარიში ასეთია: 

"დენვერი" - "იუტა" 105:109

"საკრამენტო" - "ნიუ ორლეანი" 123:128

"ოკლაჰომასა" და "ფილადელფიას" მატჩი გადაიდო


altგოგა ბითაძე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სოლიდური დროით დაბრუნდა [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 1 /
არა , ეგ ოხსნები გამორიცხულია, რეკრუტირებას აკეტებენ. 16 კი არა 3 მოხსნაც მაგისთვის სასწაულია.
dsag
18 იანვარი 2021 14:36
4

სიახლეები პოპულარული