სტეფ კარიმ და "გოლდენ სტეიტმა" "ლეიკერსი" მისსავე მოედანზე დაამარცხეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 19 იანვარს, "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" "გოლდენ სტეიტს" უმასპინძლა. გამარჯვება სტუმრებმა მოიპოვეს, რომლებმაც დაძაბულ ბრძოლაში 115:113 იმარჯვეს.

"ოქროსშტატელებიდან" საუკეთესო "ოქროს ბიჭუნა", სტეფ კარი გახლდათ, რომელმაც არასრულ 36 წუთში 26 ქულა, 1 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.

კარგი მატჩი ჩაატარა კელი უბრემაც, რომელმაც 23 ქულა, 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება დააგროვა. 

ენდრიუ ვინიგსის ანგარიშზე 18 ქულა, 3 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა გახლდათ. 

რაც შეეხება"ლეიკერსს", საუკეთესო მექულე დენის შროდერი გახლდათ, რომელმაც 33 წუთში 25
ქულა, 5 მოხსნა, 3 გადაცემა და 2 ჩაჭრა მოაგროვა. 

კალიფორნიელების გუნდიდან საუკეთესო მოთამაშე კი ენტონი დევისი გახლდათ, რომელმაც 17 ქულა, 17 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 3 დაფარება დააგროვა. 

ლებრონ ჯეიმსის ანგარიშზე 19 ქულა, 5 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა იყო.

15 თამაშის შემდეგ "ლეიკერსი" 11 გამარჯვებითა და 4 მარცხით დასავლეთ კონფერენციის ლიდერია, ხოლო "გოლდენ სტეიტი" 7 მოგებითა და 6 მარცხით ამავე კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებს.

"ლოსანჯელესური" კლუბი მომდევნო მატჩს "მილუოკის" წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 22 იანვარსაა ჩანიშნული. თავის მხრივ, "გოლდენ სტეიტი" 21 იანვარს "სან ანტონიოს" დაუპირისპირდება.

სხვა მატჩების შედეგები ასეთია: 

"ორლანდო" - "ნიუ იორკი" 84:91

"მინესოტა" - "ატლანტა" 97:108

"სან ანტონიო" - "პორტლენდი" 125:104

"ფინიქსი" - "მემფისი" 104:108

"დალასი" - "ტორონტო" 93:116

"დეტროიტი" - "მაიამი" 107:113

"ჰიუსტონი" - "ჩიკაგო" 120:125

altჯეიმს ჰარდენის რეკორდი, რომლის ანალოგიც ისტორიაში არავის დაუფიქსირებია! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული