სუპერევროპელი ნიკოლა იოკიჩი ფანტასტიკურ თამაშს აგრძელებს. სერბი კალათბურთელი ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო გახლდათ. ნიკოლას ანგარიშზე არასრულ 29 წუთში 27 ქულა, 12 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება გახლდათ. იოკიჩმა ბურთი 21-ჯერ ისროლა და მიზანს 12-ჯერ მიაღწია. საჯარიმო ხაზიდან კი 100%-იანი შედეგი, 3/3 დააფიქსირა.
კარგი მატჩი ჩაატარა მონტე მორისმაც, რომელმაც თავი 15 ქულას, 4 მოხსნასა და 5 შედეგიან გადაცემას მოუყარა.
პოლ მისლაპმა და ვილ ბარტონმა 13-13 ქულა დააგროვეს.
რაც შეეხება "ოკლაჰომას", საუკეთესო ლუგენტც დორთი გახლდათ, რომელმაც გუნდს 20 ქულა, 5 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.
შაი გილოს ალექსანდერის ანგარიშზე 14 ქულა, 5 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება გახლდათ.
14 ტურის შემდეგ "დენვერი" 7 მოგებითა და ამდენივე მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილს იკავებს.
თავის მხრივ, "ოკლაჰომამ" 13 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 6 მოიგო, 7 კი დათმო. ამ შედეგით გუნდი დასავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილზე იმყოფება.
"ნაგეტსი" მომდევნო მატჩს 23 იანვარს "ფინიქსის" წინააღმდეგ გამართავს. "თანდერი" ამავე რიცხვში "კლიპერსს" დაუპირისპირდება.
ჯეიმს ჰარდენის რეკორდი, რომლის ანალოგიც ისტორიაში არავის დაუფიქსირებია! [VIDEO]