გუნდის ბოლო 20 ქულა! "კლივლენდის" ახალგაზრდამ "ბრუკლინს" მარტომ სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 21 იანვარს, "კლივლენდ კავალიერსმა" "ბრუკლინ ნეტსს" უმასპინძლა და დაძაბულ ოროვერტაიმიან შეხვედრაში 147:135 დაამარცხა. 

ფანტასტიკური შეხვედრა ჩაატარა "კლივლენდის" ახალგაზრდა ვარსკვლავმა კოლინ სექსტონმა, რომელმაც 38 წუთში 42 ქულა, 5 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. აღსანიშნავია, რომ კოლინმა ბოლო მეოთხედსა და ოვერტაიმში გუნდის ზედიზედ 20 ქულა ჩააგდო.

გამოირჩა ჩედი ოსმანიც, რომელმაც გუნდს 25 ქულა, 7 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა შესძინა. 

რაც შეეხება "ბრუკლინს", სუპერვარსკვლავების ტრიომ ერთად პირველი შეხვედრა ჩაატარა. 

საუკეთესო კევინ დურანტი გახლდათ, რომელმაც თავი 38
ქულას, 12 მოხსნას, 8 შედეგიან გადაცემას, 1 ჩაჭრასა და 4 დაფარებას მოუყარა. 

შესანიშნავად ითამაშა კაირი ირვინგმაც, რომლის ანგარიშზეც 37 ქულა, 2 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება გახლდათ. 

ჯეიმს ჰარდენმა მორიგი სამმაგი დუბლი შეასრულა. ჯეიმსმა 21 ქულა, 10 მოხსნა, 12 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა დააგროვა. 

16 თამაშის შემდეგ "ნეტსი" 9 გამარჯვებითა და 7 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილს იკავებს. 

რაც შეეხება "კლივლენდს", ისინი 14 მატჩში 7 გამარჯვებითა და ამდენივე მარცხით იმავე კონფერენციაში მე-6 ადგილზე გახლავთ. 

23 იანვარს ეს გუნდები ერთმანეთს ისევ დაუპირისპირდებიან. 

altმაშინ, როდესაც გულშემატკივრების ხმა ყველაფერს ფარავს! [VIDEO]

altსუპერევროპელი ფანტასტიკურ თამაშს განაგრძობს! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული