სრული დომინირება ფარზე და 26 მოხსნა! "ატლანტას" ცენტრმა ფანტასტიკური შეხვედრა ჩააატარა [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 21 იანვარს, "ატლანტა ჰოუქსმა" "დეტროიტ პისტონსს" უმასპინძლა და დაძაბულ ოვერტაიმიან შეხვედრაში 123:115 დაამარცხა. 

საუკეთესო "ჰოუქსის" გამთამაშებელი ტრეი იანგი გახლდათ, რომელმაც 44 წუთში 38 ქულა, 4 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. 

აღსანიშნავია ჯონ კოლინსის შესანიშნავი თამაშიც. ჯონმა 31 ქულა, 11 მოხსნა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება მიითვალა. 

შვეიცარიელმა ცენტრმა კლინტ კაპელამ ფანტასტიკური შეხვედრა ჩაატარა. კაპელას ანგარიშზე 27 ქულა, 26 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 5 დაფარება გახლდათ. 

რაც შეეხება "დეტროიტს", საუკეთესო ამ გუნდის
უპირობო ლიდერი ჯერემი გრანტი იყო, რომელმაც გუნდს 32 ქულა, 6 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა შესძინა. 

ბლეიქ გრიფინის ანგარიშზე 17 ქულა, 7 მოხსნა, 4 გადაცემა და 1 ჩაჭრა გახლდათ. 

დერიკ როუზმა თავი 14 ქულით, 1 მოხსნით, 1 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და ამდენივე დაფარებით გამოიჩინა. 

14 ტურის შემდეგ 7 გამარჯვებითა და 7 მარცხით "ატლანტა" დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებს.

რაც შეეხება "დეტროიტს", ისინი ამავე კონფერენციაში ბოლო, მე-14 ადგილზე იმყოფებიან. მათ ანგარიშზე 3 მოგება და 11 მარცხი გახლავთ. 

"ატლანტა" 23 იანვარს "მინესოტას", ხოლო "დეტროიტი" ამავე რიცხვში "ჰიუსტონს" დაუპირისპირდება. 

სხვა მატჩების შედეგები ასეთია: 

"დალასი" - "ინდიანა" - 112:124 

"ფილადელფია" - "ბოსტონი" - 117:109 

"ტორონტო" - "მაიამი" - 102:111

"მინესოტა" - "ორლანდო" - 96:97

"ჰიუსტონი" - "ფინიქსი" - 103:109

"გოლდენ სტეიტი" - "სან ანტონიო" - 121:99

"კლიპერსი" - "საკრამენტო" - 115:96

"შარლოტი" - "ვაშინგტონი" - გადაიდო

"პორტლენდი" - "მემფისი" - გადაიდო

altგუნდის ბოლო 20 ქულა! "კლივლენდის" ახალგაზრდამ "ბრუკლინს" მარტომ სძლია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული