36 წლის ასაკშიც ფანტასტიკურ თამაშს განაგრძობს ლებრონ ჯეიმსი. დღეს "მეფის" ანგარიშზე 34 ქულა, 6 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება გახლდათ.
შესანიშნავად ითამაშა კალდველ პოუპმა, რომელმაც გუნდს 23 ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარება შესძინა. აღსანიშნავია, რომ მან 10 ნასროლი სამქულიანიდან 7 კალათში ზუსტად მოათავსა.
ენტონი დევისის ანგარიშზე 18 ქულა, 9 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება იყო.
"მილუოკის" რიგებიდან საუკეთესო იანის ანტეტოკუნმპო გახლდათ, რომელმაც თავი 25 ქულით, 12 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.
ჰოლიდეის ანგარიშზე 22 ქულა, 5 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა გახლდათ.
კრის მიდლტონმა 20 ქულა, 5 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
16 თამაშის შემდეგ, 12 გამარჯვებითა და 4 მარცხით, "ლეიკერსი" დასავლეთ კონფერენციის სათავეში იმყოფება. რაც შეეხება "ბაქსს", "ირმები" 9 მოგებითა და 6 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილს იკავებს.
"ლეიკერსი" მომდევნო მატჩს 24 იანვარს, "ჩიკაგოს" წინააღმდეგ ჩაატარებს.
"მილუოკი" 25 იანვარს "ატლანტას" დაუპირისპირდება.
სრული დომინირება ფარზე და 26 მოხსნა! "ატლანტას" ცენტრმა ფანტასტიკური შეხვედრა ჩააატარა [VIDEO]
გუნდის ბოლო 20 ქულა! "კლივლენდის" ახალგაზრდამ "ბრუკლინს" მარტომ სძლია [VIDEO]