"ინდიანამ" მოიგო! გოგა მიზერული დროით დაიტვირთა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 23 იანვარს “ინდიანა პეისერსმა” “ორლანდო მეჯიქს” უმასპინძლა. მატჩი მასპინძლების გამარჯვებით 120:118 დასრულდა. 

სამწუხაროდ, გოგას სათამაშო დრო ზედიზედ მეორე მატჩში არ მისცეს, დღევანდელ დღეს გოგამ პარკეტზე 20 წამი დაჰყო,  ამის მიზეზი გუნდის მთავარი ცენტრის, მაილის ტერნერის დაბრუნება და კარგი თამაში გახლდათ. 

ტერნერის ანგარიშზე 22 ქულა, 9 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 3 დაფარება გახლდათ. 

საუკეთესო მექულე მალკომ ბროგდონი იყო, რომელმაც გუნდს 23 ქულა, 3 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა შესძინა. 

სამმაგი დუბლის ზღვარზე ითამაშა გუნდის უპირობო ლიდერმა დომანტას საბონისმა. მის
ანგარიშზე 18 ქულა, 11 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა და 5 ჩაჭრა გახლდათ. 

რაც შეეხება “ორლანდოს”, საუკეთესო გუნდის ფრანგი ვარსკვლავი ევან ფურნიე გახლდათ, რომელმაც თავი 26 ქულით, 4 მოხსნითა და 9 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა. 

კარგი მატჩი ჩაატარა ნიკოლა ვუჩევიჩმაც, რომელმაც გუნდს 24 ქულა, 12 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და ამდენივე ჩაჭრა შესძინა. 

“ინდიანა” 9 გამარჯვებითა და 6 მარცხით აღმოსავლეთ კომფერენციაში მე-2 ადგილს იკავებს. 

რაც შეეხება “ორლანდოს”, 7 გამარჯვებითა და 9 მარცხით ამავე კონფერენციაში მე-10 ადგილზე იმყოფებიან.

მომდევნო მატჩს “ინდიანა” 25 იანვარს, “ჩიკაგოს” წინააღმდეგ გამართავს. “ორლანდო ამავე რიცხვში “შარლოტს” დაუპირისპირდება. 
მკითხველის კომენტარები / 5 /
არავითარი პერპექტივა მაგ გუნდს არ აქვს, უნდა გადავიდეს სხვაგან.
dsag
19:33 23-01-2021
0
თვითონ რა არ იცის რომ ასე ვერ განვითარდება თუ დაბმული ყავთ, მაგრამ ეტყობა შეეჩვია ფსიქოლოგიურად,როგორც ჩვენ ჩაქვჩიჩინებენ, რომ ქართველები ყველაზე უვარგისები ვართ,რადგანაც ვერ ვირგებთ მათ გარყვნილ იდეოლოგიას
გრიგოლი1408
14:27 23-01-2021
2

სიახლეები პოპულარული