This is a modal window.
The media could not be loaded, either because the server or network failed or because the format is not supported.
“დალას მავერიქსის” რიგებიდან კვლავაც საოცარ თამაშს აგრძელებს ლუკა დონჩიჩი. სლოვენიელის ანგარიშზე 36 ქულა, 9 მოხსნა და 11 შედეგიანი გადაცემა გახლდათ.
შესანიშნავად ასპარეზობს კრისტაპს პორზინგისი, რომელმაც გუნდს 21 ქულა, 8 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება შესძინა.
ტიმ ჰარდევეის ანგარიშზე 21 ქულა და 2 მოხსნა გახლდათ.
“სან ანტონიოს” რიგებიდან დემარ დეროუზანი გამოირჩა, რომელმაც 29 ქულა, 6 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.
ლამარკუს ოლდრიჯის ანგარიშზე 26 ქულა, 9 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება გახლდათ.
სამწუხაროდ დეჟანტე მარიმ მატჩის პირველივე წუთზე ტრავმა მიიღო და მოედანი კოჭლობით დატოვა.
“დალასი” 15 თამაშის შემდეგ 8 გამარჯვებითა და 7 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზე იმყოფება.
რაც შეეხება “სპურსს”, ისინი ამავე კონფერენციაში 8 გამარჯვებითა და ამდენივე მარცხით მე-10 ადგილზე იმყოფება.
“მავერიქსი” მომდევნო მატჩს 24 იანვარს, “ჰიუსტონის” წინააღმდეგ გამართავს. თავის მხრივ “სან ანტონიო” 25 იანვარს “ვაშინგტონს” დაუპირისპირდება.