სტუმართა მხრიდან საუკეთესო სტეფ კარი გახლდათ, რომელმაც თავი 24 ქულას, 7 მოხსნასა და 7 შედეგიან გადაცემას მოუყარა. სტეფმა ამ შეხვედრაში 5 სამქულიანი ჩააგდო და ჩაგდებული სამიანების რაოდენობით ლეგენდარულ რეჯი მილერს გადაასწრო.
ამჟამად "ოქროს ბიჭუნას" 2562 სამქულიანი აქვს გამოყენებული. პირველ ადგილზე რეი ალენი გახლავთ, რომელმაც თავის მხრივ პერიმეტრიდან მეტოქე 2973-ჯერ დაამწუხრა. თუმცა, თუ ალენი სამიანებს 40%-იანი სიზუსტით ისროდა, სტეფის იგივე მაჩვენებელი 43% გახლავთ და ისტორიაში საუკეთესოა.
რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას სტეფს მხარი ჯეიმს ვაისმენმა აუბა, რომელმაც 15 ქულა, 5 მოხსნა და 2 დაფარება დააგროვა.
"იუტას" რიგებიდან დონოვან მიტჩელი გამოირჩა, რომელმაც გუნდს 23 ქულა, 7 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.
კარგი მატჩი ჩაატარა მაიკლ კონლიმაც, რომელმაც 17 ქულა,1 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა მიითვლა.
16 მატჩის შემდეგ 12 გამარჯვებითა და 4 მარცხით "იუტა" დასავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზე იმყოფება.
რაც შეეხება "გოლდენ სტეიტს", ისინი ამდენივე მატჩში 8 მოგებითა და 8 მარცხით მე-9 ადგილს იკავებენ. .
მომდენო მატჩს "ჯაზი" 27 იანვარს "ნიუ იორკ ნიქსის" წინააღმდეგ გამართავს.
"გოლდენ სტეიტი" 26 იანვარს "მინესოტას" დაუპირისპირდება.
დონჩიჩის მორიგი ფანტასტიკური შეხვედრა! გზა ლიგის MVP-სკენ? [VIDEO]