გუშინ, 24 იანვარს, "ინდიანა პეისერსმა" "ტორონტო რეპტორსს" უმასპინძლა. მატჩი სტუმართა გამარჯვებით, 107:102 დასრულდა.
"ინდიანას" რიგებში კვლავაც არ ათამაშებენ ქართველ გოგა ბითაძეს. შეგახსენებთ, წინა მატჩში გოგა პარკეტზე 20 წამის განმავლობაში იმყოფებოდა.
ამის მთავარი მიზეზი მაილის ტარნერის სასწაული თამაშია. გუშინდელ მატჩში მაილისმა თავი 25 ქულას, 4 მოხსნას, 1 შედეგიან გადაცემას, 3 ჩაჭრასა და 6 დაფარებას მოუყარა.
"პეისერსის" რიგებიდან ასევე ჯასტინ ჰოლიდეი გამოირჩა, რომელმაც 16 ქულა, 10 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მიითვალა.
დომანტას საბონისის ანგარიშზე 10 ქულა, 19 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა გახლდათ.
რაც შეეხება "რეპტორსს", შესანიშნავად ითამაშა ოჯი ანუნობიმ, რომელმაც გუნდს 30 ქულა, 8 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 5 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა.
ფრედ ვანვლიტის ანგარიშზე 21 ქულა, 5 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება გახლდათ.
ნორმან პოუელმა 20 ქულა, 2 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
16 ტურის შემდეგ "ინდიანა" 9 გამარჯვებითა და 7 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებს.
რაც შეეხება "ტორონტოს", 7 გამარჯვებითა და 9 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზე იმყოფება.
26 იანვარს ეს გუნდები ერთმანეთს კვლავ დაუპირისპირდებიან.