ახლა დაფრინავს მაინცდამაინც! გოგა კვლავ არ ათამაშეს, "ინდიანა" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 24 იანვარს, "ინდიანა პეისერსმა" "ტორონტო რეპტორსს" უმასპინძლა. მატჩი სტუმართა გამარჯვებით, 107:102 დასრულდა.

"ინდიანას" რიგებში კვლავაც არ ათამაშებენ ქართველ გოგა ბითაძეს. შეგახსენებთ, წინა მატჩში გოგა პარკეტზე 20 წამის განმავლობაში იმყოფებოდა.

ამის მთავარი მიზეზი მაილის ტარნერის სასწაული თამაშია. გუშინდელ მატჩში მაილისმა თავი 25 ქულას, 4 მოხსნას, 1 შედეგიან გადაცემას, 3 ჩაჭრასა და 6 დაფარებას მოუყარა.

"პეისერსის" რიგებიდან ასევე ჯასტინ ჰოლიდეი გამოირჩა, რომელმაც 16 ქულა, 10 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მიითვალა.

დომანტას საბონისის ანგარიშზე 10 ქულა, 19 მოხსნა და
5 შედეგიანი გადაცემა გახლდათ.

რაც შეეხება "რეპტორსს", შესანიშნავად ითამაშა ოჯი ანუნობიმ, რომელმაც გუნდს 30 ქულა, 8 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 5 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა.

ფრედ ვანვლიტის ანგარიშზე 21 ქულა, 5 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება გახლდათ.

ნორმან პოუელმა 20 ქულა, 2 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

16 ტურის შემდეგ "ინდიანა" 9 გამარჯვებითა და 7 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებს.

რაც შეეხება "ტორონტოს", 7 გამარჯვებითა და 9 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზე იმყოფება.

26 იანვარს ეს გუნდები ერთმანეთს კვლავ დაუპირისპირდებიან.

მკითხველის კომენტარები / 7 /
აცადეთ მთავარია შრომა არ ეზარება და არც თავში ააქვს ავარდნილი ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი უპირველესი მწვრთნელი თუ მისგან კეთილგანწყობა ანუ ის რომ მისცეს საშუალება გამოავლინოს პოტენციაკი. მჯერა ბრძოლას არ შეწყვეტს ამ ეტაპზე ვუსურვებდი პირადი მწვრთნელის აყვანას რომ დაამუშაოს პლიუსები გამოასწოროს მინუსები გოგა კარგი გაგებით მხეცი უნდა გახდე ხომ ხედავ შავი მხეცები არრავის ინდობენ მისხალსცარ დაგითმობენ შენც იგივეთი უნდა უპასუხო ფაჩულუიამ მხოლოდ ხასიათისხარჯზე მიაღწია შენ უფრო მეტი პოტენციალი გაქვს ალეგორიულად შრეკის წამალივით უნდა გადატვირთო და ომი დაიწყო წარმატებები!
კახა
26 იანვარი 2021 00:09
1
სასწრაფოდ ან სხვა გუნდში უნდა გადავიდეს ან ევროპაში დაბრუნდეს ერთი სეზონით მაინც!
ბათუმის დინამოს გულშემატკივარი
25 იანვარი 2021 15:36
1
გოგას ერთერთი მთავარი კოზირი,კარგი სამქულიანი ტყორცნა იყო,მაგრამ ვხედავთ,რომ ორივე ცენტრი,მასზე უკეთ და თავდაჯერებით ისვრის,ისედაც მასზე უფრო მობილურები და აგრესიულები არიან.აჰა,კაცმა ხელი მოიტეხა და მაინც რა დონეზე თამაშობს.გოგა კი,შეშინებული გამოდის მოედანზე.თუ თავის თავში არ იპოვა,ძალა და თავდაჯერება,მაშინ ინდიანაში არაფერი ესაქმება.არავინ დაუწყებს ლოდინს,ვათამაშოთ და ათამაშდებაო.აგერ ტერნერი არ იყო და მაინც არ ათამაშეს.ამ თამაშშიც,საშინლად თამაშობდა გუნდის ერთი ლიდერი,ბროგდონი,რომელმაც უამრავი შეცდომა დაუშვა და 10-დან ერთი სამქულიანი ჩააგდო,მხოლოდ.საბონისმაც,მეორე ტაიმში,ქულაც ვეღარ აიღო და მიუხედავად ამისა,გოგა მაინც არ გამოუშვეს,ესე იგი,ის კიდევ უფრო უარეს ფორმაშია,ან კიდევ, ფეხი ვერ მოირჩინა?არ ვიცით.ჩვენ მხოლოდ შედეგს ვხედავთ და არ მოგვწონს.
სოსო
25 იანვარი 2021 14:12
1
ის იქ ვეღარ მოუმატებს. ევროპაში უნდა დაბრუნდეს თუ რომელიმე წესიერი გუნდი შეთავაზებას გაუკეთებს! მაგრამ ესეც მეეჭვება!
aburjga
25 იანვარი 2021 13:20
4
ტერნერისგან რა გინდათ? გოგა ნელა მოძრაობს და აგრესია აკლია. ვერ მოაქვს სარგებელი გუნდისთვის და როგორ ათამაშებენ?
David
25 იანვარი 2021 12:58
2
მეორე სეზონი დაიწყო რაღა პრაქტიკა უნდა? დააკვირდით შეტევიდან დაცვაში ხშირად ყველაზე ბოლო ბრუნდება, ბურთის სროლას აპირებს ფარში, იწყებს მოძრაობას სასროლად და უცებ პასს უკეთებს უფრო ცუდ პოზიციაში მდგომ გუნდელს. რატომ აკეთებს ასე? იმიტომ რომ თავდაჯერებული არაა და მეეჭვება სათანადოდ გაიხსნა.
David
25 იანვარი 2021 14:52
0
ეგ ყველაფერი სათამაშო პრაქტიკასთან ერთად მოდის
..
25 იანვარი 2021 13:07
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული