09:30 26-01-2021
გოგას კარგი თამაში და გამართლებული იმედები! "ინდიანამ" მოიგო [VIDEO]
AutoSharing Option
გოგა ბითაძე პარკეტზე სოლიდური დროით დაბრუნდა. მის ანგარიშზე არასრულ 12 წუთში 10 ქულა, 2 მოხსნა და 2-იც დაფარება გახლდათ.
"ინდიანას" რიგებიდან საუკეთესო მალკომ ბროგდონი გახლდათ, რომელმაც 39 ქულა, 7 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
კარგი მატჩი ჩაატარა ჟერემი ლემბმაც, რომელმაც თავი 22 ქულით, 7 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემით და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.
შესანიშნავ ფორმაშია "პეისერსის" ძირითადი ცენტრი მაილის ტარნერი, რომელმაც გუნდს 21 ქულა, 10 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 3 დაფარება შესძინა.
"ტორონტოს" რიგებიდან საუკეთესო ფრედ ვანვლიტი გახლდათ, რომელმაც 25 ქულა, 4 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა.
ნორმან პოუელის ანგარიშზე 24 ქულა, 6 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა გახლდათ.
17 თამაშის შემდეგ 10 გამარჯვებითა და 7 მარცხით"ინდიანა" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებს.
თავის მხრივ, "ტორონტო" 7 გამარჯვებითა და 10 მარცხით ამავე კონფერენციაში მე-9 ადგილზე იმყოფება.
მომდევნო მატჩს "პეისერსი" 28 იანვარს, "შარლოტის" წინააღმდეგ ჩაატარებს. "ტორონტო" ამავე რიცხვში "მილუოკის" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 7 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
Ხალხო! Ბლოკებსაც მიაქციეთ ყურადღება. Ამჟამად ლიგაში ტერნერი ლიდერობს საშუალოდ თამაშში 4 ბლოკით. Გოგამ კი 12 წუთში 2 ბლოკი გააკეთა, ანუ 36 წუთზე გადაანგარიშებით 6 ბლოკი გამოდის! Და საერთოდაც, ხოშიანად ითამაშა! Ყოჩაღ, გოგა! Მრავალ წარმატებას ველი შენგან!!!
20
0
იფრინოს მერე გოგამაც და ათამაშებენ. სხვისი ტრავმის და ცუდი ფორმის იმედად კი არ უნდა ვიყოთ. რა აზრი ექნება ასეთ თამაშს?
17
2
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება


140.00 k
225.00 k
220.00 k
350.00 k
სიახლეები
პოპულარული


