NBA. დონჩიჩს შესანიშნავი მატჩი არ დაუფასდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 28 იანვარს, "იუტა ჯაზმა" "დალას მავერიკსს" უმასპინძლა და 116:104 დაამარცხა.

მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო ჯორდან კლარკსონი გახლდათ, რომელმაც 31 ქულა, 7 მოხსნა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება დააგროვა.

ფანტასტიკური შეხვედრა ჩაატარა რუდი გობერმა, რომელმაც თავი 29 ქულას, 20 მოხსნას, 1 შედეგიან გადაცემას, 3 ჩაჭრასა და 3 დაფარებას მოუყარა.

ჯო ინგლესის ანგარიშზე 21 ქულა, 4 მოხსნა და  8 შედეგიანი გადაცემა გახლდათ.

რაც შეეხება "დალასს", საუკეთესო ლუკა დონჩიჩი იყო, რომელმაც გუნდს 30 ქულა, 4 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.

ტიმ ჰარდევეიმ 19 ქულა, 3 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.

კრისტაპს პორზინგისმა 18 ქულა, 5 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა.

18 თამაშის შემდეგ 14 გამარჯვებითა და 4 მარცხით "იუტა ჯაზი" დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზე იმყოფება. "დალასი" 8 გამარჯვებითა და 10 მარცხით ამავე კონფერენციაში მე-11 ადგილს იკავებს.

ეს გუნდები 30 იანვარს კვლავ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული