NBA-ს მოთამაშეს გაცვლის შედეგად სიცოცხლე გადაურჩინეს! გოგას გუნდელს სამედიცინო შემოწმების დროს სიმსივნე აღმოაჩნდა [PHOTO]

AutoSharing Option
"არანაირი სიმპტომი არ გამაჩნდა, თამაშისთვის 100 პროცენტით მზად ვიყავი. ამ სეზონში არცერთი მატჩის გამოტოვებას არ ვაპირებდი" - განაცხადა "ინდიანას" ახალმა მოთამაშემ, კარის ლევერტმა.

26 წლის კალათბურთელს ტრავმები სულ აწუხებდა, თუმცა მაინც შესანიშნავად ასპარეზობდა. მთავარ მწვრთნელს ყოველთვის შეეძლო კარისზე დაყრდნობილიყო და ის იმ თამაშს არ ჩააგდებდა. როდესაც 2020/21 წლების სეზონი განახლდა, ლევერტი "ბრუკლინის" ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილად მოიაზრებოდა. ტრავმირებულმა კევინ დურანტმა ტრავმა მოიშუშა და დაბრუნდა. ლევერტი დიდი ენთუზიაზმით თამაშობდა და გუნდთან ერთად ჩემპიონობისკენ მიმავალი გზით მიდიოდა.


Sportall.Ge


საჩემპიონო მიზნისთვის მოთამაშე გაცვალეს და სიცოცხლეც
გადაურჩინეს

იანვრის შუა რიცხვებში კარისი ჯეიმს ჰარდენის ტრეიდში ჩართეს და მოულოდნელად "ინდიანაში" აღმოჩნდა. ხელმძღვანელობა მას, როგორც გუნდის მთავარ ლიდერად მოიაზრებდა, მით უმეტეს, "პეისერსიდან" ვიკტორ ოლადიპო "ჰიუსტონში" გაუშვეს.

კალათბურთელს ახალ გუნდთან სამედიცინო შემოწმება უნდა გაევლო, როდესაც ძალიან მოულოდნელი და საშინელი ამბავი გაიგო. ლევერტის თირკმელზე ავთვისებიანი სიმსივნის მსგავსი რამ აღმოაჩინეს, რითაც სიცოცხლე გადაურჩინეს, რადგან მისი მკურნალობა მაშინ დაიწყო, სანამ ეს სავალალო შედეგამდე მივიდოდა.

Sportall.Ge

საბედნიეროდ, ლევერტი გაცვალეს, რადგან "ბრუკლინის" სამედიცინო შტაბმა ეს ყველაფერი ვერ დაინახა.

"მე არაფერი ვიცოდი, ვერც ვერაფერს ვხვდებოდი. არც იმაში ვიყავი დარწმუნებული, რომ გამცვლიდნენ", - განაცხადა ლევერტმა.

როდესაც კალათბურთელს სამედიცინო შემოწმების დროს ტრავმას აღმოუჩენენ ან რაიმე ისეთს, რაც მის თამაშს ხელს შეუშლის, ამ დროს გუნდს გაცვლაზე უარის თქმა შეუძლია. ასეთი რამ 1994 წელს მოხდა, როდესაც "დეტროიტი" "ჰიუსტონს" შეუთანხმდა, რომ სინ ელიოტს 2 კალათბურთელში გაცვლიდა. თუმცა სამედიცინო შემოწმების დროს კალათბურთელს დაავადება აღმოაჩნდა და გაცვლა ჩაიშალა.

ლევერტის გაცვლის შედეგად ექიმებმა სწრაფად იმოქმედეს და 25 იანვარს ინდიანაპოლისში ოპერაცია ჩაუტარეს, რის შემდეგაც განაცხადეს, რომ კალათბურთელის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. ის მალე გამოჯანმრთელდება და მოედანს დაუბრუნდება.


Sportall.Ge


კარისს ბავშვობიდან დიდ ტკივილში უწევდა ცხოვრება და შეძლო იმ აზრის ჩამოყალიბება, რომ ყოველთვის უნდა ცდილობდე წინ წასვლას და არასდროს უნდა დანებდე.

"მამაჩემი ინფარქტით მაშინ გარდაიცვალა, როდესაც 15 წლის ვიყავი. დედაჩემს გაფანტული სკლეროზი სჭირს, მაგრამ თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, ის რამდენად განსაკუთრებულია. რომ არ იცნობდეთ, ამას ვერც კი მიხვდებოდით.

ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ მსგავსი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო. პოზიტიურად შევხედავ და გეტყვით, ბედნიერი ვარ, რომ გამცვალეს, ამით სიცოცხლე გადამირჩინეს", - განაცხადა კარის ლევერტმა.

მომზადებულია sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
საინტერესოა ბრუკლინში როგორ ვერ აღმოაჩინეს
კარგი სტატიაა))
მამუკა
28 იანვარი 2021 14:15
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული