NBA. ლეგენდარული MVP-ების ბრძოლაში "ლეიკერსი" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 29 იანვარს, NBA-ს რეგულარული სეზონის შეხვედრაში ერთმანეთს "დეტროიტ პისტონსი" და "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დაუპირისპირდნენ, შეხვედრა კი მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა: 107:92.

"დეტროიტს"  ბლეიქ გრიფინმა ულიდერა, რომელმაც 35 წუთში 23 ქულა ჩააგდო, 3-ჯერ მოხსნა ბურთი და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. NBA-ს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა MVP დერიკ როუზმა პარკეტზე გატარებულ 20 წუთში "ლეიკერსის" კალათაში 14 ქულა მოათავსა. 20 ქულით დაასრულა შეხვედრა უეინ ელინგთონმა. ჯერამი გრანტს 14 ქულა ჰქონდა.

"ლეიკერსის" შემადგენლობაში საუკეთესო ლებრონ ჯეიმსი იყო, რომელსაც 3-მაგ დუბლამდე 3 მოხსნა დააკლდა - 7
მოხსნა, 10 ასისტი და 22 ქულა. ორმაგი დუბლით დაასრულა შეხვედრა კაილ კუზმამ - 22 ქულა და 10 მოხსნა. დენის შროიდერს მატჩის ბოლოს 10 ქულა ჰქონდა.

სხვა მატჩები:

ჰიუსტონი - პორტლენდი 104:101
მაიამი - კლიპერსი 105:109
ფინიქსი - გოლდენ სტეიტი 114:93

მკითხველის კომენტარები / 7 /
დიდი უასმართლობაა ბლეიკ გრიფინი, ეს უდიდესი კალათბურთელი, ასე ვიღაცის ჩრდილშიუტიტულოდ რომ აგრძელებს კარიერას!
aburjga
11:11 30-01-2021
0
ლებრონ ჯეიმსო, არც იფიქრო ოდესმე, რომ მაიკლ ჯორდანს რამეთი სჯობიხსრ, კი მაგარი ხარ, მაგრამ ჯორდანი სულ სხვაა, ახლოსაც არა ხარ მის ტექნიკასთან.
2

სიახლეები პოპულარული