ბითაძის ფანტასტიკური დაფარება! "ინდიანა" ლიდერთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 1-ელ თებერვალს, "ფილადელფიამ" "ინდიანას" უმასპინძლა. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 119:110 დასრულდა.

"ინდიანას" რიგებში შეზღუდული დროით იასპარეზა გოგა ბითაძემ, რომელმაც 5 წუთში 3 ქულა, 1 მოხსნა და 1-იც ფანტასტიკური დაფარება მიითვალა.

გოგას ფანტასტიკური დაფარება

"პეისერსიდან" საუკეთესო მალკომ ბროგდონი გახლდათ, რომელმაც თავი 25 ქულით, 5 მოხსნით, 4 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და ამდენივე დაფარებით გამოიჩინა.
დომანტას საბონისის ანგარიშზე 21 ქულა, 8 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა გახლდათ.
რაც შეეხება "ფილადელფიას", ტობაიას ჰარისი გამოირჩა, რომელმაც გუნდს 27 ქულა, 8 მოხსნა და 1 დაფარება მოუტანა.
ბენ სიმონსის
ანგარიშზე 21 ქულა, 6 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა, 4 ჩაჭრა და 2 დაფარება გახლდათ.
11 მოგებითა და 9 მარცხით "ინდიანა" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილს იკავებს. "ფილადელფია", თავის მხრივ, 15 მოგებითა და 6 მარცხით ამავე კონფერენციის სათავეში იმყოფება.
"პეისერსი" მომდევნო მატჩს 3 თებერვალს, "მემფისის" წინააღმდეგ ჩაატარებს. "ფილა" 4 თებერვალს "შარლოტს" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული