გოგამ ქულები 100%-იანი მაჩვენებლით მოიპოვა, თუმცა მისი გუნდი ბოლო წუთებზე დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 30 იანვარს "შარლოტ ჰორნეტსმა" "ინდიანა პეისერსს" უმასპინძლა. მატჩი მასპინძლების გამარჯვებით 108:105 დასრულდა.

"ინდიანას" რიგებში 9 წუთიანი სათამაშო დრო მიეცა გოგა ბითაძეს, რომელმაც ეს შანსი შესანიშნავად გამოიყენა. გოგას ანგარიშზე 8 ქულა (4/4) და 2 მოხსნა გახლდათ. 

რაც შეეხება "პეისერსის" საუკეთესო მოთამაშეს, ის კვლავაც დომანტას საბონისი გახლდათ, რომელმაც თავი 22 ქულით, 11 მოხსნითა და 6 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა. 

მალკომ ბროგდონის ანგარიშზე 21 ქულა, 4 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა გახლდათ.

კარგი მატჩი ჩაატარა მაილის ტერნერმაც, რომელმაც გუნდს 20 ქულა,
8 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება შესძინა. 

"შარლოტის" რიგებიდან საუკეთესო პიჯეი ვაშინგტონი გახლდათ, რომელმაც თავი 19 ქულას, 9 მოხსნას, 3 შედეგიან გადაცემას, 2 ჩაჭრასა და 1 დაფარებას მოუყარა. 

ტერი როზიეს ანგარიშზე 19 ქულა, 5 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა გახლდათ. 

კარგი მატჩი ჩაატარა გუნდის ახალწვეულმა ლამელო ბოლმა, რომელმაც გუნდს 16 ქულა, 6 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა. 

11 გამარჯვებითა და 8 მარცხით "ინდიანა" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე იმყოფება, თავის მხრივ "შარლოტა" ამავე კონფერენციის საპლეიოფო ზონას მიუახლოვდა. "ჰორნეტსის" ანგარიშზე 8 გამარჯვებითა და 11 მარცხით მე-9 ადგილზე იმყოფებიან. 

"ინდიანა" მომდევნო მატჩს 1 იანვარს "ფილადელფიას წინააღმდეგ გამართავს. 

რაც შეეხება "შარლოტს" ისინი ხვალ, 31 იანვარს "მილუოკს" დაუპირისპირდებიან. 

altNBA. "ინდიანამ" მოიგო! გოგამ გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 6 /
19 წლისაა, არ დაგავიწყდეთ, მაგ ასაკში უამრავი დღევანდელი ვარსკვლავი საშუალო დონე იყო, მერე მეორე ნბა ში საკმაოდ ჭკვიანი ხალხია და არავის არ გამოეპარება გოგასნაირი ტალანტი, რომელიც ძალიან კარგი დამცველი დადგება და საოცარი რბილი მაჯა აქვს, წაიყვანს ძალიან მალე ვინმე და კარგადაც გამოიყენებს მის ნიჭს.
2
მე მგონი უნდა განაგლდეს, ზაზასავით ვიღაცას თავი უთავაზოს კბილებში.დდ და ა.შ და ყურადღება მიიქციოს და ასე ან მეტ დროს მიიღებს ან სხვაგან გაუშვებენ და იქ მიიღებს მეტ დროს. თორემ ასე ბუნჩულასავით ბიჭს არავინ მიაქცევს ჯურადღებს, სამწუხაროთ იოკიჩის ან დონჩიჩის დონის ტალანტი არაა, რო მაგის გამო გახდეს გუნდისთვის მნშვნელოვანი.
1

სიახლეები პოპულარული