ყველაზე ახალგაზრდა MVP "დაუდევარ" მწვრთნელს დაუბრუნდა...

AutoSharing Option
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ყველაზე ახალგაზრდა MVP დერიკ როუზი თავის პირვანდელ მწვრთნელს, ტომ ტიბოდოს შეუერთდა. 

გუშინ, 7 თებერვალს, "დეტროიტ პისტონსმა" როუსი "ნიუ იორკ ნიქსში" დერიკ ჯონს ჯუნიორის სანაცვლოდ გაუშვა. 

ტიბოდო და როუზი ერთად "ჩიკაგო ბულზში", "მინესოტა ტიმბერვულვზში", ამერიკის შეერთებული შტატების გუნდსა და ახლა უკვე "ნიუ იორკ ნიქსში" იქნებიან. 

შეგახსენებთ, როუზმა საუკეთესოს ჯილდო სწორედ ტომის მწვრთნელობის დროს მოიგო, მაგრამ ისიც აღსანიშნია, რომ დერიკის უამრავი ტრავმა სწორედ ზემოხსენებული მწვრთნელის "დამსახურებაა". მწვრთნელი როუზს ზედმეტად დიდი დროით ათამაშებდა, რის გამოც კალათბურთელის სხეულმა ვერ გაუძლო და
თავს მძიმე ტრავმების კორიანტელი დაატყდა. 


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული