სუპერევროპელების დაპირისპირება და "დენვერის" მიჯრით მესამე მარცხი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 9 თებერვალს, "დენვერ ნაგეტსმა" "მილუოკი ბაქსს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 125:112 დასრულდა. 

გამარჯვებულთა რიგებიდან საუკეთესო მექულე იანის ანტეტოკუნმპო გახლდათ, რომელმაც 30 ქულა, 9 მოხსნა და 3 დაფარება დააგროვა. 

ფანტასტიკური შეხვედრა ჩაატარა "ირმების" ერთ-ერთმა ლიდერმა კრის მიდლტონმა, რომელმაც თავი 29 ქულას, 8 მოხსნას, 12 შედეგიან გადაცემასა და 3 ჩაჭრას მოუყარა. 

კვლავაც ბრწყინავს "დენვერის" ევროპელი ლიდერი ნიკოლა იოკიჩი, რომელმაც დღევანდელ შეხვედრაში გუნდს 35 ქულა, 12 მოხსნა და 6 შედეგიანი გა
დაცემა შესძინა. 

უილ ბარტონის ანგარიშზე 24 ქულა, 1 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა გახლდათ. 

"მილუოკი" 16 გამარჯვებითა და 8 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება "ნაგეტსს", 12 გამარჯვებითა და 11 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილს იკავებს. 

"დენვერი" მომდევნო მატჩს 11 თებერვალს, "კლივლენდის" წინააღმდეგ ჩაატარებს. თავის მხრივ, "მილუოკი" ამავე რიცხვში "ფინიქსს" დაუპირისპირდება. 

altსუპერდუელი NBA-ში - კარიმ და დონჩიჩმა ჯამში 99 ქულა ჩააგდეს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული