ლებრონ ჯეიმსმა მორიგი სამმაგი დუბლი შეასრულა. "მეფის" ანგარიშზე 28 ქულა, 14 მოხსნა, 12 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება გახლდათ.
statmuse-ის თანახმად, მას შემდეგ, რაც ლებრონმა 35 წელს გადააბიჯა (ამჟამად 36 წლისაა), მე-9 სამმაგი დუბლი მიითვალა, რითაც ჯეისონ კიდს გადაასწრო, რომელსაც 8 ჰქონდა.
ასევე, ლებრონმა მე-18 სეზონში შესრულებული სამმაგი დუბლით ლეგენდარულ კობი ბრაიანტს გადაასწრო.
მომზადებულია statmuse-ის მიხედვით
ჯეიმსი და დურანტი ცხრილის სათავეში! "ყველა ვარსკვლავის" ხმების პირველადი შედეგები გამოვლინდა [PHOTO]