გადაბმულად კარგი თამაშების შემდეგ "ინდიანას" მთავარმა მწვრთნელმა გოგა მოედანზე 1 წუთით შეუშვა, რა დროშიც ქართველმა 1 გადაცემა შეასრულა.
"პეისერსის" რიგებიდან საუკეთესო დომანტას საბონისი გახლდათ, რომელმაც აქტივში 26 ქულა, 8 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 2 დაფარება ჩაიწერა.
მალკომ ბროგდონმა 18 ქულა, 9 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.
"პისტონსის" რიგებიდან ჯოშ ჯექსონი გამოირჩა, რომელმაც 18 ქულა, 8 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.
"ინდიანა" 13 გამარჯვებითა და ამდენივე მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე იმყოფება და მომდევნო მატჩს 14 თებერვალს, "ატლანტა ჰოუქსის" წინააღმდეგ გამართავს.
რაც შეეხება "დეტროიტს", ისინი 6 მოგებითა და 19 მარცხით ამავე კონფერენციაში ბოლო, მე-15 ადგილზე იმყოფებიან. მომდევნო მატჩს გუნდი ხვალ, 13 თებერვალს, "ბოსტონის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
კარის 10 სამქულიანი და უნიკალური მიღწევა! "ოქროსშტატელებმა" "ორლანდო" დაამარცხეს [VIDEO]
"შესაძლოა, გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდეს..." - გოგას კარგ თამაშს უცხოური მედია ეხმაურება