დირკ ნოვიცკიზე წინ! დონჩიჩი რეკორდს რეკორდზე ამყარებს

AutoSharing Option
"დალას მავერიქსის" ლიდერმა ლუკა დონჩიჩმა ლეგენდარული გერმანელის მიერ 3 თამაშში ჩაგდებული ქულების რეკორდი გააუმჯობესა. 

დღეს "პორტლენდთან" მატჩში (118:121) ლუკამ 44 ქულა ჩააგდო. რაც შეეხება ბოლო 3 შეხვედრას, სლოვენიელმა ვუნდერკინდმა თავი 118 ქულას მოუყარა და დირკის რეკორდი 8 ქულით გააუმჯობესა. შეგახსენებთ, ნოვიცკიმ 2007 წელს სამ თამაშში გუნდს 110 ქულა შესძინა. 

გასულ ორ შეხვედრაში დონჩიჩმა 46 და 28 ქულა დააგროვა. მოგეხსენებათ, 46 ქულა მისთვის კარიერის საუკეთესო შედეგი გახლავთ. 

ასევე, ლუკამ მარკ აგუირის რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც 1985 წლის იანვრის შემდეგ არ მოხსნილა. დონჩიჩმა
2 თამაშში 90 ქულა ჩააგდო, ხოლო მარკმა - 87. 

მომზადებულია NBA STATS-ის მიხედვით

altკარიერის საუკეთესო მაჩვენებელთან ახლოს... ლუკა დონჩიჩი ფანტასტიკურ ფორმაშია [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 2 /
მავერიქსის მოთამაშეები იგულისზმება
Gigi
15:40 16-02-2021
0
დავიჯერო ორ ან სამ თამაშში უფრო მეტი ქულა არავის მოუპოვებია?! ჩემბერლენმა ერთ თამაშში რომ მოიპოვა 100 ქულა, შემდეგი ორი თამაში გამოტოვა?
გულშემატკივარი
02:16 16-02-2021
2

სიახლეები პოპულარული