"ჯოკერის" ფანტასტიკური მატჩი, თუმცა დასანანი მარცხი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 17 თებერვალს, "ბოსტონ სელტიქსმა" "დენვერ ნაგეტსს" უმასპინძლა და 112:99 დაამარცხა. 

მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო ჯეილინ ბრაუნი გახლდათ, რომელმაც გუნდს 27 ქულა, 5 მოხსნა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა შესძინა. აღსანიშნავია 7 დაკარგვაც. 

კარგი მატჩი ჩაატარა ჯეისონ ტეიტუმმაც, რომელმაც თავის მხრივ, 21 ქულა, 6 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.

"დენვერის" რიგებიდან ნიკოლა იოკიჩმა ფანტასტიკური შეხვედრა ჩაატარა. სერბის ანგარიშზე 43 ქულა, 6 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება გახლდათ. 

კარგად ითამაშა ჯამალ მარიმაც, რომელმაც 25 ქულა, 6
მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა დააგროვა. აღსანიშნავია 9 დაკარგვაც, რაც მეტისმეტად ბევრია. 

14 გამარჯვებითა და 13 მარცხით "ბოსტონი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებს. 

რაც შეეხება "დენვერს", 15 გამარჯვებითა და 12 მარცხით "ნაგეტსი" დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზე იმყოფება. "ნაგეტსი" მომდევნო მატჩს ხვალ, 18 თებერვალს, "ვაშინგტონის" წინააღმდეგ გამართავს. თავის მხრივ, "ბოსტონი" ამავე რიცხვში "ატლანტას" დაუპირისპირდება. 


altლიდერების დაპირისპირებაში საუკეთესოებმა იმარჯვეს [VIDEO]


altჰარდენის აფეთქება და ზედიზედ მე-4 გამარჯვება [VIDEO]





მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული