10:43 17-02-2021
ჰარდენის აფეთქება და ზედიზედ მე-4 გამარჯვება [VIDEO]
AutoSharing Option
კაირი ირვინგისა და კევინ დურანტის არყოფნაში ჯეიმს ჰარდენმა ფანტასტიკურად ითამაშა. ჰარდენის ანგარიშზე 38 ქულა, 7 მოხსნა, 11 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა გახლდათ.
ჯეიმსს მხარი ჯო ჰარისმა აუბა, რომელმაც თავის მხრივ, 22 ქულა, 4 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და ამდენივე ჩაჭრა დააგროვა.
"სანსის" რიგებიდან გენიალური კრის პოლი გამოირჩა, რომელმაც აქტივში 29 ქულა, 4 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა ჩაიწერა.
დევინ ბუკერმა გუნდს 22 ქულა, 2 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.
18 გამარჯვებითა და 12 მარცხით "ნეტსი" აღმოსავლეთ კონფერნეციაში მე-2 ადგილზე იმყოფება.
რაც შეეხება "ფინიქსს", 17 გამარჯვებითა და 10 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილს იკავებს. 20 თებერვალს "სანსი" "ნიუ ორლეანს პელიკანსს" დაუპირისპირდება.
თავის მხრივ, 19 თებერვალს "ბრუკლინი" "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ


140.00 k
225.00 k
220.00 k
350.00 k
სიახლეები
პოპულარული

