6-გზის ჩემპიონი, 6-გზის ფინალების საუკეთესო მოთამაშე, 5-ჯერ რეგულარულის საუკეთესო მოთამაშე, "ყველა ვარსკვლავის" 14-გზის მონაწილე, "ყველა ვარსკვლავის" 3-გზის საუკეთესო მოთამაშე, წლის საუკეთესო დამცველი, წლის საუკეთესო ახალწვეული, 10 -გზის საუკეთესო მექულე, 3-ჯერ ჩაჭრების ლიდერი, 2-ჯერ ჩატენვების კონკურსის გამარჯვებული.
!["ნიჭი ყველას აქვს, შესაძლებლობა კი შრომის შედეგია" - დღეს ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელის დაბადების დღეა [VIDEO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/0ed228919298264468167311ca7356cf.jpg)
მაიკლმა კარიერაში 32 292 ქულა დააგროვა, რითაც ისტორიაში მე-5 ადგილი დაიკავა. ამასთან ერთად, 6 672 მოხსნა, 5 633 შედეგიანი გადაცემა, 2 514 ჩაჭრა და 893 დაფარება.
ჯორდანმა კარიერაში 5-ჯერ შეძლო 60-ზე მეტქულიანი შეხვედრის ჩატარება, 34-ჯერ 50+ქულა, 142-ჯერ 40+, 389-ჯერ კი 30+.
ყველაზე მაღალი საშუალო ქულა მაიკლს სუპერფინალში 40.1(!) ჰქონდა, რაც გენიალური შედეგია. რაც შეეხება რეგულარულს - 30.1.
!["ნიჭი ყველას აქვს, შესაძლებლობა კი შრომის შედეგია" - დღეს ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელის დაბადების დღეა [VIDEO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/f83f94bb3037d8d91eb9e76a3c737c30.jpg)
მაიკლმა 1997/98 წლებში თავის გენიალურობას კიდევ ერთი საოცარი რეკორდი შემატა. ის გახლდათ ერთადერთი მოთამაშე, რომელიც საუკეთესო მოთამაშედ, საუკეთესო დამცველად და საუკეთესო მექულედ დასახელდა.
ყველა დროის ყველაზე დიდი კალათბურთელი, რომლის ანალოგიც, ალბათ, აღარც აღარასდროს დაიბადება...