ბოლო 21 შეხვედრიდან "იუტამ" 20 მოიგო... "კლიპერსი" დამარცხებულია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 18 თებერვალს, "ლოს ანჯელეს კლიპერსმა" ფანტასტიკურ ფორმაში მყოფ "იუტა ჯაზს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 114:96 დასრულდა. 

"იუტას" რიგებიდან საუკეთესო მექულე დონოვან მიტჩელი გახლდათ, რომელმაც გუნდს 24 ქულა, 7 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა, 4 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა. 

ფრანგმა ცენტრმა რუდი გობერმა 23 ქულა, 20 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. 

კავაი ლეონარდისა და პოლ ჯორჯის გარეშე დარჩენილ გუნდს ლუ ვილიამსმა ულიდერა. ლუმ 16 ქულა, 6 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მიითვალა. 

რეჯი
ჯექსონის ანგარიშზე 15 ქულა, 5 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა გახლდათ. 

"იუტა ჯაზმა" ბოლო 21 შეხვედრიდან 20 მოიგო და მოგება/წაგების ბალანსით ლიგას სათავეში უდგას. "ჯაზის" ანგარიშზე 24 გამარჯვება და 5 მარცხია. 

რაც შეეხება "კლიპერსს", 21 მოგებითა და 9 მარცხით, გუნდი დასავლეთ კონფერენეციაში მე-3 ადგილს იკავებს. 

ეს გუნდები ერთმანეთს 20 თებერვალს კვლავ დაუპირისპირდებიან.


altკვლავ გოგას გარეშე... "ინდიანამ" მორიგი შეხვედრა მოიგო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული