კალიფორნიაში სუპერგუნდების დაპირისპირება "ბრუკლინის" გამარჯვებით დასრულდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 22 თებერვალს, "ლოს ანჯელეს კლიპერსმა" "ბრუკლინ ნეტსს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 112:108 დასრულდა. 

კევინ დურანტის არყოფნაში ჯეიმს ჰარდენმა და კაირი ირვინგმა ფანტასტიკური შეხვედრები ჩაატარეს. 

დღევანდელ მატჩში საუკეთესო ჰარდენი გახლდათ, რომელმაც გუნდს 37 ქულა, 11 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა. 

კაირი ირვინგმა თავი 28 ქულით, 4 მოხსნით, 8 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა. 

რაც შეეხება "კლიპერსს", საუკეთესო პოლ ჯორჯი გახლდათ, რომელმაც 34 ქულა, 6 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. აღსანიშნავია 6
დაკარგვაც, რაც საკმაოდ ბევრია. 

კავაი ლეონარდის ანგარიშზე 29 ქულა, 13 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა გახლდათ. 

20 მოგებითა და 12 მარცხით "ბრუკლინი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილს იკავებს. 

22 გამარჯვებითა და 10 მარცხით "კლიპერსი" დასავლეთში მე-3 ადგილზე იმყოფება. 

"ნეტსი" მომდევნო მატჩს 24 თებერვალს, "საკრამენტო კინგსის" წინააღმდეგ გამართავს. "კლიპერსი" ამავე რიცხვში "ვაშინგტონ ვიზარდს" დაუპირისპირდება. 


altსუპერდუეტმა 64 ქულა დააგროვა და "პორტლენდი" დაამარცხა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული