იანის ანტეტოკუნმპომ ფანტასტიკური შეხვედრა ჩაატარა. ბერძნის ანგარიშზე 38 ქულა, 18 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა გახლდათ. აღსანიშნავია 6 დაკარგვაც.
ანტეტოკუნმპოს მხარი კრის მიდლტონმა აუბა, რომელმაც გუნდს 32 ქულა, 8 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 4 ჩაჭრა და 2 დაფარება შესძინა.
რაც შეეხება "საკრამენტოს", ტაირის ჰალიბურტონი გამოირჩა, რომელმაც თავი 23 ქულით, 5 მოხსნით, 8 შედეგიანი გადაცემით, 2 ჩაჭრითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.
18 გამარჯვებითა და 13 მარცხით "მილუოკი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზე იმყოფება. თავის მხრივ, "საკრამენტო" 12 მოგებითა და 18 მარცხით დასავლეთში მე-12 ადგილს იკავებს.
"ბაქსი" მომდევნო მატჩს 24 თებერვალს, "მინესოტა ტიმბერვულვზის" წინააღმდეგ გამართავს. "მეფეები" ამავე რიცხვში "ბრუკლინ ნეტსს" დაუპირისპირდება.
კალიფორნიაში სუპერგუნდების დაპირისპირება "ბრუკლინის" გამარჯვებით დასრულდა [VIDEO]