ლიგის ვარსკვლავები ყოფილი გუნდის შტატის დასახმარებლად გაერთიანდნენ

AutoSharing Option
ტეხასში მომხდარი შტორმის შედეგად მცხოვრებლები მძიმე მდგომარეობაში ჩაცვივდნენ, რის შემდეგაც კლუბის ორმა ყოფილმა მოთამაშემ, რასელ უესტბრუქმა და ჯეიმს ჰარდენმა, მათი დახმარება დაიწყო. 

როგორც ცნობილია, ტეხასში შტორმმა წყლისა და ელექტროენერგიის პრობლემა გამოიწვია, თუმცა რასელისა და ჯეიმსის დახმარების შემდეგ მთავარი პრობლემა, საჭმელი აღმოიფხვრა. 

ჰარდენმა ამ ფაქტზე მცირედი კომენტარი გააკეთა: 

"ვცდილობ, ქალაქზე ზეგავლენა მოვახდინო; ვცდილობ, მათ დავეხმარო, რადგან მათ მე მიმიღეს და დიდი სიყვარულით გამაცილეს. ჰიუსტონი ჩემი სახლია. მიუხედავად იმ მანძილისა, რამდენიც ახლა მე ამ შტატისგან მაშორებს, მაინც მზად ვარ, ყველანაირი დახმარება გავუწიო"
- განაცხადა ჰარდენმა. 

შეგახსენებთ, 2020/21 წლების მიმდინარეობისას თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი "ჰიუსტონიდან" "ბრუკლინ ნეტსში" გადაბარგდა. 

მომზადებულია clutchpoints-ის მიხედვით

alt"ვიცი, ახლა ქველმოქმედების დროა..." - "ტორონტოს" კალათბურთელის დასაფასებელი საქციელი


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული