"ფინიქსის" მორიგი გამარჯვება და მიწასთან გასწორებული "პორტლენდი" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 23 თებერვალს, "ფინიქს სანსმა" "პორტლენდ ტრეილბლეიზერსს" უმასპინძლა და დიდი სხვაობით, 132:100 დაამარცხა. 

ფანტასტიკური შეხვედრა ჩაატარა "სანსის" ლიდერმა დევინ ბუკერმა, რომელმაც 29 წუთში 34 ქულა, 4 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. 

დევინს მხარი "ფინიქსის" ცენტრმა დეანდრე ეიტონმა აუბა, რომელმაც 19 ქულა, 5 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა.

"პორტლენდის" რიგებიდან დემიენ ლილარდმა მორიგი კარგი შეხვედრა გამართა. ლილარდის ანგარიშზე 24 ქულა და 7 მოხსნა გახლდათ. აღსანიშნავია 6 დაკარგვაც. 

20 მოგებითა და 10 მარცხით "სანსი" დასავლეთ კონფერენციაში
მე-4 ადგილს იკავებს. "ტრეილბლეიზერსი" 18 გამარჯვებითა და 12 მარცხით ამავე კონფერენეციაში მე-5 ადგილზე იმყოფება.

"ფინიქსი" მომდევნო მატჩს 25 თებერვალს, "შარლოტ ჰორნეტსის" წინააღმდეგ გამართავს. "პორტლენდი" 24 თებერვალს "დენვერ ნაგეტსს" დაუპირისპირდება. 


alt"ბერძნული წყევლის" ფანტასტიკა... MVP-ის შესანიშნავი მატჩი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული