"იუტას" რიგებიდან საუკეთესო ფრანგი ცენტრი რუდი გობერი გახლდათ, რომელმაც თავი 18 ქულით, 9 მოხსნითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.
რუდის მხარი ჯორდან კლარკსონმა აუბა, რომელმაც გუნდს 18 ქულა, 4 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა შესძინა.
რაც შეეხება "ლეიკერსს", ენტონი დევისის გარეშე დარჩენილ გუნდს ძალიან უჭირს. კალიფორნიელებმა ზედიზედ მეოთხე თამაში წააგეს, რითაც ცხრილში ლიდერებს ჩამორჩნენ.
დღევანდელ შეხვედრაში საუკეთესო მექულე ლებრონ ჯეიმსი გახლდათ, რომელმაც 19 ქულა, 4 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა. აღსანიშნავია, რომ "მეფეს" მარგი ქმედების კოეფიციენტი -20 ჰქონდა.
კარგი მატჩი ჩაატარა მონტრზელ ჰარელმაც, რომელმაც 16 ქულა, 6 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა.
26 გამარჯვებითა და 6 მარცხით "იუტა" დასავლეთ კონფერენციაში 1-ელ ადგილზე იმყოფება. კალიფორნიელებს 22 მოგება და 11 მარცხი აქვთ, რითაც ამავე დასავლეთში მე-3 ადგილს იკავებენ.
"ჯაზმენები" მომდევნო მატჩს 27 თებერვალს, "მაიამი ჰიტის" წინააღმდეგ გამართავს. "ლეიკერსი" ამავე რიცხვში "პორტლენდ ტრეილბლეიზერსს" დაუპირისპირდება.
გოგას კვლავ ლიმიტირებული დრო... "ინდიანა" "გოლდენ სტეიტთან" დამარცხდა [VIDEO]