"ბრუკლინის" ზედიზედ მე-8 გამარჯვება... სუპერგუნდი სუპერფორმაშია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 26 თებერვალს, "ბრუკლინ ნეტსმა" "ორლანდო მეჯიქს" უმასპინძლა და დიდი სხვაობით, 129:92 დაამარცხა. 

კევინ დურანტის არყოფნაში ფანტასტიკურ შეხვედრებს მართავს გუნდის სუპერდუეტი. 

დღევანდელ შეხვედრაში კაირი ირვინგის ანგარიშზე 27 ქულა, 5 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა გახლდათ. 

ჯეიმს ჰარდენმა გუნდს 20 ქულა, 9 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა. 

რაც შეეხება "ორლანდოს", შესანიშნავ ფორმაშია გუნდის ლიდერი ნიკოლა ვუჩევიჩი, რომელმაც დღევანდელ შეხვედრაში 28 ქულა, 12 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

22 მოგებითა და 12 მარცხით "ბრუკლინი" აღმოსავლეთ კონფერენციაში
მე-2 ადგილს იკავებს. თავის მხრივ, "მეჯიქს" 13 გამარჯვება და 20 მარცხი აქვს, რითაც ამავე კონფერენციაში მე-13 ადგილზე იმყოფება. 

"ნეტსი" მომდევნო მატჩს 28 თებერვალს, "დალას მავერიკსის" წინააღმდეგ გამართავს. "ორლანდო" ამავე რიცხვში "იუტა ჯაზს" დაუპირისპირდება. 


altლებრონის ზედიზედ მე-4 მარცხი... "ლეიკერსი" "იუტასთან" განადგურდა [VIDEO]

altგოგა ბითაძე ქართველ გულშემატკივრებს მიმართავს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული