კალათბურთელი იარაღით ოჯახს დაემუქრა... საპასუხოდ, ლიგამ 12-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა

AutoSharing Option
"მინესოტა ტიმბერვულვზის" კალათბურთელი მალიკ ბისლი 12-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

ზაფხულში მალიკმა სახლთან ავტომანქანა შენიშნა, გავიდა გარეთ და იარაღის მუქარით ისინი ქუჩიდან გააძევა. ავტომანქანაში ოჯახი და 13 წლის ბავშვიც იჯდა. ოჯახი მალიკის სახლს გარედან ათვალიერებდა, ეგონათ, რომ გასაყიდი იყო.

ბისლი დაპატიმრებას გადაურჩა, მაგრამ დისკვალიფიკაციით დაისაჯა. მალიკის დისკვალიფიკაცია "ვაშინგტონ ვიზარდსის" წინააღმდეგ შეხვედრიდან დაიწყება, ხოლო მოედანს 27 მარტს, "ჰიუსტონ როკეტსის" წინააღმდეგ დაუბრუნდება.

მომზადებულია espn-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული