"გოლდენ სტეიტმა" მოიგო.. გრინის ფანტასტიკური შეხვედრა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 27 თებერვალს, "გოლდენ სტეიტ უორიორსმა" "შარლოტ ჰორნეტსს" უმასპინძლა და დაძაბულ შეხვედრაში 130:121 დაამარცხა.

"უორიორსის" რიგებიდან საუკეთესო სტეფ კარი გახლდათ, რომელმაც გუნდს 29 ქულა, 4 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა. 

შესანიშნავ ფორმაში შევიდა კელი უბრე ჯუნიორი, რომელმაც ამჯერად თავი 27 ქულით, 6 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა. 

წარმოუდგენელი შეხვედრა ჩაატარა დრამონდ გრინმა, რომელმაც 11 ქულა, 12 მოხსნა, 19 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება მიითვალა. 

რაც შეეხება "შარლოტს" საუკეთესო მალიკ მონკი გახლდათ, რომელაც
თავი 25 ქულით, 5 მოხსნითა და 1 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა. 

კარგ ფორმაშია ტერი როზიე, რომელმაც ამჯერად 24 ქულა, 2 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.

19 გამარჯვებითა და 15 მარცხით "ოქროს შტატელები" დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებენ, თავის მხრივ, "შარლოტს" 15 მოგება და 17 მარცხი აქვს, რითაც აღმოსავლეთში მე-8 ადგილზე იმყოფება. 

"გოლდენ სტეიტი" მომდევნო მატჩს 1 მარტს, "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" წინააღმდეგ გამართავს, "ჰორნეტსი" ამავე რიცხვში "საკრამენტო  კინგსს" დაუპირისპირდება.

altსუპერდუეტის მორიგი გამარჯვება... გუნდი პლეი-ოფისკენ მიიწევს [VIDEO]

alt"ბრუკლინის" ზედიზედ მე-8 გამარჯვება... სუპერგუნდი სუპერფორმაშია [VIDEO]


alt"როდესაც სტეფი 3 ქულიანს აგდებს ძალიან ბედნიერი ვარ, მასზე მეტადაც კი..." დრამონდ გრინი

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული