"ფინიქსის" ლიდერი მოედნიდან გააძევეს, თუმცა "ლეიკერსის" დამარცხება მაინც მოახერხეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 3 მარტს, "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" "ფინიქს სანსს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 114:104 დასრულდა. 

"ფინიქსის" რიგებში დარიო სარიჩი გამოირჩა, რომელმაც 21 ქულა, 5 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა. 

მაიკალ ბრიჯისმა გუნდს 19 ქულა, 6 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა შესძინა. 

დევინ ბუკერი მოედნიდან მე-3 მეოთხედში ორი ტექნიკური ჯარიმის გამო გააძევეს. მოედნის დატოვებამდე მის ანგარიშზე 17 ქულა, 3 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა იყო.

"ლეიკერსის" რიგებიდან ლებრონ ჯეიმსმა ფანტასტიკური შეხვედრა ჩაატარა. "მეფემ" თავი 38 ქულით, 5
მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და ამდენივე დაფარებით გამოიჩინა. 

დენის შროდერის ანგარიშზე 17 ქულა, 3 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება გახლდათ. 

23 გამარჯვებითა და 11 მარცხით "სანსი" დასავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილს იკავებს. თავის მხრივ, "ლეიკერსს" 24 მოგება და 12 მარცხი აქვს, რითაც ამავე კონფერენციაში მე-3 ადგილზე იმყოფება.

"ფინიქსი" მომდევნო მატჩს 5 მარტს, "გოლდენ სტეიტ უორიორსის" წინააღმდეგ გამართავს. 

"ლეიკერსი" ხვალ "საკრამენტო კინგსს" დაუპირისპირდება.

altსუპერვარსკვლავები 57 ქულითა და 0 დაკარგვით... "ბრუკლინის" მორიგი გამარჯვება [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
სხვა გ უნდისთამაშები არ არსებობს? -ამ ბოლო დროს თითქმის აღარ წერთ მიმოხილვებს.
უწინ ფართოდ შუქდებოდა ყველაფერი.
rable
12:48 03-03-2021
0
ეხლა რატომ არ წერთ მეფე ლებრონს:))))))
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული