დღეს, 4 მარტს, "ფილადელფიამ" "იუტა ჯაზს" უმასპინძლა და 131:123 დაამარცხა.
"ფილადელფიას" რიგებიდან მორიგი საოცარი შეხვედრა კამერუნელმა ჯოელ ემბიდმა გამართა, რომელმაც გუნდის გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. ჯოელის ანგარიშზე 40 ქულა, 19 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება გახლდათ.
ემბიდს მხარი ტობიას ჰარისმა აუბა, რომელმაც გუნდს 22 ქულა, 10 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება შესძინა.
"იუტას" რიგებიდან დონოვან მიტჩელი გამოირჩა, რომელმაც თავი 33 ქულით, 8 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.
ბოიან ბოგდანოვიჩის
ანგარიშზე 18 ქულა და 5 მოხსნა გახლდათ.
24 გამარჯვებითა და 12 მარცხით "ფილადელფია" აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზე იმყოფება. თავის მხრივ, "იუტა ჯაზი" 27 მოგებითა და 9 მარცხით დასავლეთს ლიდერობს.
"ფილა" მომდევნო მატჩს 12 მარტს, "ჩიკაგო ბულსის" წინააღმდეგ გამართავს. რაც შეეხება "ჯაზს", ისინი 13 მარტს "ჰიუსტონ როკეტსს" დაუპირისპირდებიან.